ჰიბრისტოფილია

როდესაც ადამიანებს ესმით სიტყვა – სერიული მკვლელი, ალბათ უმეტეს მათგანს იგი არასასიამოვნო წარმოდგენას შექუმნის. მათ მომენტალურად ბოროტმოქმედი ადამიანები გაახსენდებათ, რომლებსაც არაერთი სასტიკი მკვლელობა აქვთ ჩადენილი. თუმცა არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ამ სიტყვის გაგონებისას თვალწინ მშვენიერი სურათი ესახებათ.  ასეთ ადამიანებს ჰიბრისტოფილებს ეძახიან.

ჰიბრისტოფილია -ეს არის სექსუალური ლტოვა დამნაშავეებისადმი. ჰიბრისტოფილები  არიან ადამიანები, რომლებსაც იზიდავთ ხალხი, ვინც არღვევს კანონს ან ჩადის საშინელ დანაშაულს. ბატიმორის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის დოქტორის ჯონ მანის აზრით, ჰიბრისტოფილებისთვის სანიმუშო მაგალითია 1930-იანი წლების ბონისა და კლაიდის და 1960-იანი წლების ჩარლზ მენსონის „ოჯახის“ ამბები. მამაკაცებს, რომლებიც იხდიან სასჯელს, ხშირად აქვთ ურთიერთობა ისეთ ქალებთან, რომლებსაც აკლიათ თავდაჯერებულობა, ან ეშიანიათ ფიზიკური სიახლოვის. იქიდან გამომდინარე, რომ მამაკაცი ციხეშია, შიშის მომენტი არ არის და სიტუაციის კონტროლი შეიძლება. დაპატიმრებულები ასეთი ქალების საშუალებით იღებენ სიგარეტს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს და აგრეთვე, იურიდიული მომსახურების საფასურს. უმრავლეს შემთხვევაში, პატიმრის გატავისუფლების შემდეგ ასეთი კავშირები წყდება.

tumblr_ofw7gsmYUw1valp9no1_500.png

ამ პარაფილიის მოტივები ან მიზეზები უცნობია, თუმცა ფსიქოლოგების აზრით, ასეთი ფენომენი ფანატიზმში გადაყვანას გულისხმობს. ერთ-ერთი ცნობილი სერიული მკვლელის – თეოდორ ბანდის მსხვერპლები იყვნენ ქალები, რომლებიც ფაქტობრივად ერთნაირი გარეგნობით გამოირჩეოდნენ. ბანდის უამრავი თაყვანისმცემელი ქალი ყავდა. ისინი მკვლელს წერდნენ სასიყვარულო წერილებს, ზოგიერთი მათგანი კი ვიზუალურად ბანდის მსხვერპლებს ემსგავსებოდა. სხვა დამნაშავეები,რომლებიც ჰიბრისტოფილიის მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ, არიან: რიჩარდ რამირესი, ჯეფრი დამერი და ჩარლზ მენსონი.

90-ან წლებში რიჩარდ რამირესი საკუთარ თაყვანისმცემელზე დაქორწინდა. დიდი ხნის განმალობაში ის მისგან სასიყვარულო წერილებს იღებდა. ჯეფრი დამერის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი 23 წლის კარენი იყო, რომელმაც განაცხადა: “მე არ მაღელვებს,თუ რა ჩაიდინა მან წარსულში. მე ვიცი, რომ ცოტაოდენი სიყვარულით იგი შესანიშნავი მამაკაცი იქნება”. დამერს მთელი ცხოვრების მანძილზე 12000 $ -ზე მეტი თანხა დაუგროვდა თავისი თაყვანისმცემლებისგან.

ნორვეგიელმა სერიულმა მკვლელმა – ანდერს ბრეივიეკმა, რომელმაც 77 ადამიანი მოკლა, 150 სასიყვარულო წერილი და საჩუქრები მიიღო შვედი მოზარდი გოგონასგან. 20 წლის გოგონამ აღიარა, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. “მე ვზრუნავ მასზე, ისე ახლა როგორ დაუცველ მდგომარეობაშია” -განცხადა ვიქტორიამ.

არაერთ ფილმში წავაწყდებით მსგავს ფენომენს. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ DC-ს ყველაზე ცნობილი წყვილი – ჯოკერი და ჰარლი. ჯოკერი ბოროტმოქმედი ფსიქოპატია, რომელიც ერთ, ჩვეულებრივ ფსიქოლოგს უყვარდება. საბოლოოდ კი ეს უკანასკნელიც მას ემსგავსება.

და მაინც, რის საფუძველზე შეიძლება შეგვიყვარდეს ასეთი სასტიკი ადამიანები? ჩემი აზრით, იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებსაც ექსტრემალური სიტუაციების და დანაშაულის ჩადენის სურვილი აქვთ, უყვარდებათ სერიული მკვლელები. ადამიანებს გვიყვარდება ისეთები, რომლებიც ჩვენგან განსხვავებით განახორციელებენ ჩვენივე ქვეცნობიერში დამალულ “ბნელ” სურვილებს. შესაძლებელია არსებობდეს სხვა, უფრო მარტივი მიზეზი – ინტერესი, რომელიც ადამიანების უმეტესობას გააჩნია. დიდი ინტერესის გამო, ადამიანები შეისწავლიან სერიული მკვლელების ფსიქოლოგიას, ისტორიას და ცხოვრებას, რის საფუძველზეც დიდი შანსია გრძნობები გაუჩნდეთ მათ მიმართ. როგორც ცნობილია, სერიული მკვლელად ჩამოყალიბება უმეტეს შემთხვევაში განპირობებულია რთული ბავშვობის გამო (რა თქმა უნდა სხვა გარემო პირობების გამოც).  აქედან გამომდინარე ის ადამიანები, რომლებიც სიღრმისეულად შეისწავლიან მათ ფსიქოლოგიას,  სიბრალულის გრძნობა უჩნდებათ და ამიტომ, უყვარდებათ ისინი.  ასეთი ადამიანები აცნობიერებენ, რომ სერიული მკვლელები პირველ რიგში ადამიანები არიან, ის კი რაც მათ ჩაიდინეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიდინოს. ამის შემდეგ ისინი განიხილავენ სერიულ მკვლელებს ჩვეულებრივ ადამიანებად, რომლებსაც თავიანთი მწარე ბავშვობის გამო უწევთ მთელი ცხოვრების გატარება ციხეში. ისინი იჯერებენ, რომ ამ დროს დამნაშავე არა თავად მკვლელი, არამედ სოციუმია.

ბიპოლარის აღსარება

 

” ცუდად ყოფნის მიზეზი ყოველთვის ბიპოლარობა არაა.შეიძლება გაღიზიანებული ვიყო იმის გამო,რომ ცუდი დღე მქონდა,ან ღამე ვერ დავიძინე.მეც ადამიანი ვარ ისევე როგორც ყველა და მე არ მივცემ ბიპოლარობას ჩემი მართვის უფლებას. მე არ ვირჩევ იმას,თუ როგორ ვიგრძნო თავი,მე არ ვარ გიჟი,მე დაავადებული ვარ და ისევე ვიმსახურებ მკურნალობას,როგორც ყველა. მე არ მჭირდება სხვისი სიბრალული,საჭიროა ხალხმა გაიაზროს მხოლოდ ის,რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ.სინამდვილეში არც თუ ისე რთულია ჩემნაირებთან ურთიერთობა,ზოგჯერ ჩვენც ნორმალური ადამიანებივით ვართ.ყველა,ვისაც ხასიათები ეცვლება,არ არიან ბიპოლარები.მეზიზღება,როცა ვინმეს ვეუბნები ჩემს დაავადების შესახებ და სიბრალულს ან ზიზღს ვხედავ მათ თვალებში.მე არ ვარ ბიპოლარული დაავადება,მე მჭირს ბიპოლარული დაავადება და ბევრი ჩვენნაირი ნორმალური ცხოვრებით ცხოვეობს.ხასიათის შეცვლა შესაძლებელია ყოველგვარი საფრთხის გარეშე.შენ არასდროს იტყვი: ვაუ! ეს კამფეტი როგორი დიაბეტურია,ამიტომ რატომ ხმარობ ბიპოლარს როგორც ზედსართავს?მინდა რომ ხალხმა შეწყვიტოს იმის კითხვა,ბედნიერი ვარ თუ მოწყენილი.მანიკალური ფსიქოზი არც თუ ისე სახალისო და სასაცილოა.მიუხედავად იმისა,რომ გარშემო შენი საყვარელი ოჯახი გყავდეს,ზოგჯერ მაინც მარტოსულად გრძნობ თავს.ზოგჯერ მართლაც ძლიერ მარტოდ გრძნობ თავს.იმის გამო რომ ცუდი დღე მქონდა,იმას არ ნიშნავს,რომ ჩემი წამალი არ მივიღე.დავიღალე ბოდიშის მოხდით.ჩემი ხასიათი ყოველთვის არ აჩვენებს ჩემს რეალურ სახეს.მე ვდგავარ სასწორის შუაში და ვცდილობ ბალანსის დაჭერას.მე ისევ მე ვარ,მიუხედავად მენტალური პრობლემისა.შემიძლია ვიყო ბედნიერი,ვიცინოდე,მიხაროდეს და ცხოვრებას ოპტიმისტურად შევხედო,მანიაკალური დაავადების გარეშე.ზოგჯერ შეუძლებელი და დაუძლეველია საკუთარ კანში ცხოვრებაც კი. ხელოვანი,კრეატიული და ნიჭიერი ადამიანიც შეიძლება იყოს ბიპოლარი.არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერად ცდილობ თავის კონტროლს ან ხასიათზე მუშაობას,საბოლოოდ ის მაინც შეიცვლება.ზოგჯერ არც კი ვიცი როგორ ვიყო ან ვიგრძნო თავი,რადგან რთულია დაავადებას და მედიკამენტებს გაუგო.ზოგჯერ მარტო ყოფნა მსურს,ზოგჯერ კი ბევრი ლეკვი მჭირდება.ხალხმა არ უნდა მოიბოდიშოს იმის გამო,რომ რაღაც ისე ვერ გააკეთა,სიყვარული და კამპანია საუკეთესო რამაა,რისი გაზიარებაც შეუძლიათ.შენ მაინც შენ ხარ,ბოპოლარული დიაგნოზის შემდეგაც კი.მე დახმარება არ შემიძლია,მე შემიძლია მხოლოდ დაწყნარება.მე სოციუმის შემადგენელი ნაწილი ვარ,არ ვარ გიჟი და ჩაკეტილი ადამიანი.მე ვარ ძლიერი და შემიძლია ყველაფრის ისე გაკეთება,როგორც ამას სხვები აკეთებენ.შეიძლება ყველაფერი ისე არ ჩანდეს,მაგრამ მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს.მიუხედავად იმისა,რომ რთული პერიოდის დროს ვერ ვკონტაქტობ ჩემს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან,ეს იმას არ ნიშნავს,რომ ისინი არ მიყვარს.მე არ ვარ გიჟი ან გადარეული, მე უბრალოდ ვცხოვრობ რეჟიმის მიხედვით.მეზიზღება როცა არ ვენდობი საკუთარ აზრებს ან ფიქრებს ,რადგან მეშინია ჩემი ავადმყოფობა არ გამოავლინონ მათ.ზოგჯერ შეიძლება ვიყო ჰიპერაქტიული ან პარანოიდი,ასევე  რთულად გასაგები და აღშფოთებული,რისკიანი.ხალხი ზოგჯერ ვერ ხვდება რამდენარ რთულ რამესთან უწევთ საქმის დაჭერა,რადგან ეს უხილავია. “

პიროვნული აშლილობის მოსაზღვრე მდგომარეობა (BPD)

4e486f5a44a8af7425a1589ab826f021.jpg

პიროვნული აშლილობის მოსაზღვრე მდგომარეობა (BPD) ყველაზე აუხსნელი, სერიოზული ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც გუნება-განწყობილების, ინტერპერსონალური ურთიერთობების, თვითიმიჯის და ქცევის არასტაბულურობა ახასიათებს. ის წარმოადგენს ემოციის დისრეგულაციურ აშლილობას. აღნიშნული არასტაბილურობა ხშირად ანგრევს ოჯახს, ხელს უშლის მუშაობას, პერსპექტიულ დაგეგმვას და ახდენს პიროვნების თვითიდენტურობის გრძნობის მოშლას. თუმცა BPD უფრო ნაკლებადაა ცნობილი ვიდრე შიზოფრენია ან ბიპოლარული აშლილობა (მანიკალურ – დეპრესიული დაავადება), ის წარმოადგენს მათსავით გავრცელებულ დაავადებას და მოიცავს მთელი მოსახლეობის 07 – 2% -ს.

მოცემული აშლილობა, რომელსაც ახასიათებს ინტენსიური ემოციები, თვით – განადგურებისაკენ მიმართული ქმედებები და მღელვარე ინტერპერსონალური ურთიერთობები, ოფიციალურად აღიარეს 1980 წელს და მას მიეცა სახელწოდება პიროვნული აშლილობის მოსაზღვრე მდგომარეობა. როგორც ფიქრობდნენ, ის წარმოიშვება საზღვარზე ფსიქოზურ და ნევროზულ ქცევებს შორის. დღეს ის აღარ განიხილება შესაბამისი ანალიზის საკითხად და თვითონ ტერმინმა, თავისი სტიგმატიზირებული ნეგატიური ასოციაციებით, პრობლემატური გახადა BPD – ს დიაგნოსტირება. აშლილობის კომპლექსური სიმპტომები ხშირად ართულებს პაციენტების მკურნალობას და ამიტომ შეიძლება გამოიწვიოს პროფესიონალებში, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ დაავადებულთ, სიბრაზისა და ფრუსტრაციის განცდა; ამის შედეგად ბევრ პროფესიონალს ხშირად არ სურს დიაგნოზის დასმა ან ამ სიმპტომების მქონე ადამიანების მკურნალობა. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები კიდევ უფრო რთულდება შესაბამისი დაზღევის უქონლობით გახანგრძლევებული ფსიქოსოციალური მკურნალობის ხარჯების დასაფარავად, რასაც  BPD ჩვეულებისამებრ მოითხოვს. და მაინც, უკანასვნელი 25 წლის მანძილზე დიდი წინსვლა და წარმატება აღინიშნება BPD –ს გაგებასთან და მის სპეციალიზირებულ მკურნალობასთან დაკავშირებირთ. ფაქტიურად, ესაა დიაგნოზი დაავადებისა, რომლის განკურნების დიდი იმედი არსებობს.

რას წარმოადგენს პიროვნული აშლილობის მოსაზღვრე მდგომარეობის  სიმპტომები?

პიროვნული აშლილობის მოსაზღვრე მდგომარეობის დიაგნოზი:  DMS-IV-TR დიაგნოსტიკური მონაცემები (კრიტერიუმები)

ინტერპერსონალური ურთიერთობების, თვით-იმიჯის, ემოციური რეაქციების ყოვლისმომცველი არასტაბილური სტრუქტურა და აშკარად გამოკვეთილი იმპულსურობა იწყება ადრეული მომწიფების ასაკიდან**,  და წარმოჩინდება განსხვავებულ კონტექსტში როგორც აღნიშნულია 5 (ან მეტი) შემდეგი მახასიათებლით:

1)  გაშმაგებული მცდელობები თავი აარიდონ რელურ ან წარმოსახვით მიტოვებას.

შენიშვნა: ნუ ჩართავთ ამ პუნქტში სუიციდურ ქცევას ან თვითდასახიჩრების მცდელობებს***, რომელებსაც კრიტერიუმი 5 შეიცავს.

2)  არასტაბილური და ინტენსიური ინტერპერსონალური ურთიერთობის ნიმუში (მოდელი), რომელსაც ახასიათებს მონაცვლეობა უკიდურეს იდეალიზაციასა და გაუფასურებას შორის.

3) იდენტურობის მოშლა: გამოკვეთილი და მტკიცედ არასტაბილური თვით იმიჯი და საკუთარი თავის განცდა.

4)   იმპულსურობა პოტენციურად თვით–დაზიანებისაკენ მიმართულ ორ სფეროში მაინც (მაგალითად, ხარჯვა, სექსუალური ურთიერთობა, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნედ გამოყენება, სატრანსპორტო საშუალების დაუფიქრებელი მართვა, ქეიფი და განუზომელი რაოდენობით ჭამა-სმა).

შენიშვნა: ნუ ჩართავთ ამ პუნქტში სუიციდურ ქცევას ან თვითდასახიჩრების მცდელობებს, რომელებსაც კრიტერიუმი 5 შეიცავს.

5)   პერიოდულად განმეორებადი სუიციდური ქცევა, ჟესტები ან მუქარა ან თვით – დამასახიჩრებიკენ მიმართული ქცევა.

6)   ემოციური (აფექტური) არასტაბილურობა აშკარად გამოკვეთილი გუნაბა-განწყობილების რეაქტიულობის გამო (მაგალითად, ინტენსიური ეპიზოდური დისფორია, გაღიზიანებადობა, ან შფოთვა, რომელიც ჩვეულებრივ გრძელდება რამდენიმე საათს და მხოლოდ იშვიათად რამდენიმე დღეზე მეტ ხანს).

7)   სიცარიელის ქრონიკული განცდა.

8)   შეუსაბამო, ინტენსიური სიბრაზე ან სიბრაზის კონტროლის სირთულე (მაგალითად, ხასიათის ხშირი გამოვლენა, მუდმივი სიბრაზე, პერიოდულად განმეორებადი ფიზიკური ჩხუბი).

9)   ტრანზიტორული, სტრესთან დაკავშირებული პარანოიდული აზროვნება ან მძიმე დისოციაციური სიმპრომები.

მნიშვნელოვანი მოსაზრებები პიროვნული აშლილობის მოსაზღვრე მდგომარეობის შესახებ

  1. ცხრა კრიტერიუმიდან ხუთი, რომელიც საჭიროა აშლილობის დიაგნოსტირებისათვის, შეიძლება უამრავ სხვადასხვა კომბინაციაში შეგვხვდეს. ამას შედეგად მოაქვს ის, რომ აშლილობა ხშირად საკმაოდ განსხვავებულია ამა თუ იმ ადამიანში, ამდენად ზუსტი დიაგნოზის დასმა ძალიან დამაბნეველი შეიძლება გახდეს იმ კლინიცისტისათვის, რომელიც არ არის ამ სფეროში დახელოვნებული და გამოცდილი.
  2. BPD იშვიათად ვლინდება ცალკე. არსებობს სხვა აშლილობების თანაგამოვლენის მაღალი ალბათობა.
  3. BPD ზემოქმედებს მოსახლეობის 07 – 2%- ზე. ყველაზე მაღალი შეფასება – 2% თითქმის უახლოვდება იმ ადამანთა რაოდენობას, რომელნიც დიაგნოსტირებულნი არიან შიზოფრენიითა და ბიპოლარული აშლილობით.
  4. სამკურნალოდ წარდგენილი ამბულატორული პაციენტების 10% და სტაციონარული პაციენტების 20% -ს აქვთ BPD.
  5. 75% -ს ქალები შეადგენენ. ეს ციფრი შეიძლება, ნაწილობრივ, ასახავდეს იმ ფაქტს, რომ ქალები უფრო ხშირად მიისწრაფიან მკურნალობისაკენ, და რომ სიბრაზე უფრო მისაღებად ჩანს მამაკაცებში, და რომ მამაკაცები მსგავსი სიმპტომებით ხშირად პენიტენციარულ სისტემაში ხვდებიან ანტისოციალური პიროვნული აშლილობის დიაგნოზით.
  6. პაციენტების 75% თვითდაზიანების მსხვერპლი ხდება.
  7. BPD-ს მქონე ადამიანთა დაახლოვებით 10% ახორციელებს სუიციდის მცდელობას.
  8. ქრონიკული აშლილობა რეზისტენტულია ცვლილების მიმართ და ჩვენ ახლა ვიცით, რომ სწორად მკურნალობის შემთხვევაში BPD- ს კარგი პროგნოზი აქვს. ამგვარი მკურნალობა, ჩვეულებრივ, შედგება მედიკამენტოზური მკურნალობისაგან, ფსიქოთერაპიისა და საგანმანათლებლო და მხარდამჭერი ჯგუფებისაგან.
  9. BPD –ს მქონე ბევრი პაციენტისათვის მედიკამენტოზური მკურნალობა ძალზე სასარგებლო აღმოჩნდა სიმპტომთა სიმძიმის შესუსტებისა და ეფექტური ფსიქოთერაპიის შესაძლებლობის დაწყების თვალსაზრისით. სამკურნალო პრეპარატები ხშირად ასევე არსებითია იმ აშლილობების სწორი მკურნალობისთვის, რომლებიც, როგორც წესი, ახლავს BPD-ს.
  10. სულ უფრო იზრდება იმ ფსიქოთერაპიული მიდგომების რაოდენობა, რომლებიც სპეციალურად BPD -ს მქონე ადამიანებისათვის შემუშავდა. ზოგი მათგანი უკვე გამოიყენება, ტესტირებულია კვლევების დროს და ძალიან ეფექტური ჩანს; ახალი მიდგომებიც საკმაოდ დიდ იმედებს გვაძლევს.
  11. მოცემული და სხვა მკურნალობის მეთოდები ეფექტური აღმოჩნდა BPD –ს მკურნალობისას და ბევრი პაციენტი მართლაც უკეთ ხდება!

 

 

 

The Giver

the-giver-lois-lowry-interview

განვიხილოთ ფილიპ ნოისის ერთ-ერთი უნიკალური ფილმი „The Giver“ ,რომელიც ლუის ლოვრის წიგნის მიხედვითაა გადაღებული. ჯეფ ბრიჯერსს ამ ფილმის გადაღება 18 წლის მანძილზე სურდა, 2014 წელს კი შედგა მისი ეკრანიზაცია. ფილმში ბრიჯერსის გარდა ასევე ყველასათვის ცნობილ მერილ სტრიპსაც შეხვდებით.

ფილმი არის ფანტასტიკური დრამა,რომელშიც ასახულია მომავალი სამყარო,ერთი შეხედვით იდეალური,ცივილიზებული,უსაფრთხო და ა.შ თუმცა ზუსტად ამაშია პრობლემა.ყველაფერი ხელოვნურადაა შექმნილი და აქ არანაირი ადგილი არ აქვს ემოციას,გრძნობებს,განცდებსაც კი.. ადამიანები ვერ აღიქვამენ ფერებს,ისინი ყველაფერს შავ-თეთრად ხედავენ,ემორჩილებიან ე.წ კანონს,რომელიც ცხოვრებას უფრო რუტინულს ხდის.ასევე უფრთხილდებიან ისეთ სიტყვას,როგორიცაა სიყვარული (აქვე უნდა ავღნიშნო,რომ მათ ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არა იციან). ჯეფ ბრიჯერსი ასრულებს იმ ადამიანის როლს,რომელმაც იცის რა არის ნამვილი ცხოვრება,იცის იმ ზემოთაღნიშნულ სიტყვების მნიშვნელობა,რომელიც სხვებმა არ იციან,მას თითქოს „უხუცესის“ სტატუსი აქვს მინიჭებული.ზუსტად ეს ადამიანი არის „The Giver“,ანუ ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ განმანათლებელი,დამრიგებელი და ა.შ
ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად გვევლინება ახალგაზრდა ბიჭი (ჯონასი),რომელსაც განმანათლებელი თავის მოგონებებს და ცოდნას უზიარებს. ჯონასი სამყაროს შავ-თეთრად ხედავდა,როგორც დანარჩენები,თუმცა ის გულის სიღმეში რაღაც აუღწერელს გრძნობდა,რაც ცხოვრების მიღმა იმალებოდა,ის თითქოს დაჯილოებული იყო ამ უნარით. დამრიგებელთან შეხვედრის შემდეგ მას მთლიანად ეცვლება მსოფლხედველობა და რეალურად იწყებს სამყაროს აღქმას.იგი იგებს სიყვარულის,ბედნიერების,ემოციების,გაჭირვების,სიკვდილის და სხვა უამრავი სიტყვის მნიშვენლობას. ამის შემდეგ სურვილი უჩნდება მას თავის შენაძენი ცოდნა საკუთარ 2 მეგობარს და ოჯახის წევრებს გაუზიაროს,თუმცა ამაოდ.იგი ხვდება,რომ სამყაროს ვერ შეცვლის.ცდილობს გაუზიაროს ის გრძნობა იმ გოგოს,რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე უყვარდა,თუმცა ამ უკანასკნელს მისი მნიშვნელობა არ ესმის.

The-Giver-Movie-Cameron-Monaghan-Asher-Odeya-Rush-Fiona-600x309.jpg

ფილმში ასევე ნათლად ჩანს ადამიანის გავლენა ბუნებაზე.მათ შეძლეს ყველაფერი ისე მოეწყოთ,როგორც თვითონ ურჩევნოდათ.მათთვის ეს ყველაფერი უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა,გაუცნობიერებლად და ავთენტურად მოქმედებენ.
ფილმში ბიბლიური სიმბოლოების აღმოჩენაცაა შესაძლებელი,მაგალითად: ვაშლი,ხე,ბოროტების და სიკეთის შედარება,ცოდნის მოპოვების ძიება და ა.შ
ვფიქრობ ფილმის მთავარი მოტივი და აზრი არის განსხვავება არსებობასა და ცხოვრებას შორის. ასევე ნათლად ჩანს ადამიანთა ჩამოუყალიბებლობა,განუვითარებლობა,გაუგებრობა,რუტინული ცხოვრება,ერთფეროვნება,შიში გრძნობების,სიახლის,აღიარების მიმართ.
უმეტესობის აზრით,სიყვარული შესაძლოა იყოს  მკვლელობის ან ძალადობის მიზეზი.
ჩვილებს დაბადებიდანვე ანიჭებენ სტატუსს,როგორც პროდუქტებს,იზიარებენ მათ უნარებს და იმის მიხედვით წყვეტენ,გააგრძელებენ ცხოვრებას თუ არა.ერთი სიტყვით ძალიან შემზარავი და მძიმე ვითარებაა. ადამიანებმა თავიანთი ხელით შექმნეს ჩაკეტილი სივრცე,სადაც მთელი ცხოვრების გატარება მოუწევთ.საზღვრების გადაცილების გაფიქრებაზე ზედმეტია საუბარი.ხალხი თითქოს დაპროგრამირებულია.
ფილმის ერთ-ერთი მხატვრული სახე არის შავ-თეთრი და ფერადი კადრები.ჯონასის თვალის დანახული სამყარო თავდაპირველად  შავ-თეთრია,თუმცა ცოდნის მოპოვების შემდეგ იგი იწყებს ფერების აღქმას.
ასევე უამრავი სიმბოლიკის თუ მეტაფორის აღმოჩენაა შესაძლებელი.
ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა ამ ფილმმა,რადგან დროთა განმალობაში სამწუხაროდ ადამიანების უმეტესობა კარგავს გრძნობებს.ისინი ხდებიან როგორც რობოტები,მათ ცხოვრებას მართავს ტექნიკა და არა სიყვარული.ერთი სიტყვით,აღარ არსებობს „ადამიანობა“. ვფიქრობ ეს ფილმი პოსტთანამედროვე აზროვნების საუკეთესო ნიმუშია.

“იან ვან ეიკი იყო აქ..”

გადავწყვიტე მცირე მიმოხილვა გამეკეთებინა გამორჩეული ფლამანდელი ფერმწერის – იან ვან ეიკის ერთ-ერთ ცნობილ ტილოზე – “არნოლფინების წყვილის პორტრეტზე”.

arnolfini-portrait.jpg
ნახატი,რომელზედაც გამოსახულია იტალიელი ვაჭარი ჯოვანი არნოლფინი და მისი ცოლი, 1432 წელსაა შექმნილი. ტილოზე უამრავი სიმბოლოს შემჩნევაა შესაძლებელი,დაწყებული პერსონაჯების სხეულის ენით,დასრულებული ინტერიერის დეტალებით,თუმცა მსურს პირველ რიგში გამოვარჩიო პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო დეტალი,რომელიც პერსონაჟების ზურგს უკან გვევლინება: ესაა სარკე და წარწერა მის ზემოთ.  სარკეს ჩარჩოს ქრისტეს წამების ამსახველი ათი სცენა ამკობს, ხოლო  სარკის სიღრმიდან მომზირალი ორი ადამიანის ანარეკლიდან ერთ-ერთს თავად ვან ეიკის სილუეტად მიიჩნევენ.რაც შეეხება სარკის ზემოთ წარწერას,მასზე შეგვიძლია ამოვიკითხოთ შემდეგი ტექსტი – “Johannes de eyck fuit hic” (“იან ვან ეიკი აქ იყო”).
The_Arnolfini_Portrait,_détail_(6).jpg

რაც შეეხება სხვა დეტალებს,აღსანიშნავია,რომ მამაკაცს ხელი აქვს მოკიდებული ქალის მარჯვენა ხელზე, თითქოს ერთგულების პირობას დებს. მეორე ხელი ზევით აქვს აწეული ფიცის სიმტკიცის დასადასტურებლად.ეს შეუღლების სცენაა.კედელზე ჩამოკიდებული კრიალოსანი ღვთისმოსაობაზე მიუთითებს. ხოლო იქვე, სარკის მახლობლად ჩამოკიდებული პატარა ცოცხი, როგორც ოჯახური, ასევე სულიერი სიმშვიდის სიმბოლოა.ფანჯარასთან ფორთოხლები ალაგია. ეს ოჯახური ცხოვრების ბედნიერებასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე მიგვანიშნებს. იმ პერიოდის ნიდერლანდებში ფორთოხალი ძალზე ძვირი და იშვიათი ხილი იყო. ცოლ-ქმრის წინ ძაღლია. იგი ერთგულების სიმბოლოა. საშინაო ფეხსაცმელი კი განუყრელ წყვილს და ოჯახურ სიმყუდროვეს გამოხატავს.
არსებობს უამრავი მოსაზრება ნახატთან დაკავშირებით. ზოგი მიიჩნევს,რომ  ჯოვანი არნოლფინიმ ეს ნახატი იან ვან ეიკერს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაახატინა. ამ მოსაზრებას ორი მნიშვნელოვანი ფაქტი ამყარებს. სურათზე კარგად ჩანს ჭაღი, რომელიც თითქოს გამყოფ როლს თამაშობს. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჯოვანი არნოლფინის მხარეს ჭაღზე სანთელი ანთია, ხოლო მისი მეუღლის მხარეს არა. აშკარაა, რომ ჯოვანე ჩენამი ფეხმძიმედ იყო, სწორედ ამიტომაა სავარაუდო რომ ის ადრეულ ასაკში, სწორედ ფეხმძიმობის დროს გარდაიცვალა.
თუმცა არსებობს მეორე მოსაზრებაც: 1997 წელს ინგლისელმა ხელოვნებათმცოდნემ მარგარეტ კოსტერმა დაადგინა,რომ ტილოს შექმნიდან 13 წლის შემდეგ დაქორწინდნენ არნოფილები,თუ ამ ფაქტს დავუჯერებთ,მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ,რომ ნახატზე გამოსახულია ჯოვანი დი არიჯოს ბიძაშვილი- ჯოვანი დი ნიკოლაო და მისი მეუღლე.
არსებობს კიდევ ერთი შეხედულება,რომლის თანახმადაც ნახატზე თვით იან ვან ეიკი და მისი ცოლი არიან გამოსახულნი.
ხელოვნებათმცოდნეებისთვის დღემდე გამოცანას წარმოადგენს არნოლფინების წყვილის პორტრეტი.

Loy Krathong

10959777364_60cf2c43e9_b

Loy Krathong არის სინათლის ფესტივალი ტაილანდში.ფესტივალი ძირითადად იმართება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი  თარიღი თითო წელს იცვლება,რადგან ფესტივალი მხოლოდ ნოემბერში,სავსე მთვარეობის დროს აღინიშნება. 2016 წელს 14 ნოემბერს,ხოლო 2017 წელს 3 ნოემბერს გაიმართა.2018 წელს ტაილანდური კალენდრის  მიხედვით,23 ნოემბერს უწევს ფესტივალის აღნიშვნა.  ამ ლამაზი ფესტივალის მთავარი ნაწილია საფრენი ფანრების ცაში გაშვება. ანთებული სანთელი ბუდას სწავლების სიმბოლოა, ხოლო თავად რიტუალი – ცოდვებისგან გათავისუფლების, წყენისა და ბოროტი აზრებისგან განწმენდის სიმბოლო. გასულ წელს დაფიქსირდა ყველაზე მეტი ფანრის გაშვება მაე ჯოში. ფესტივალს აღნიშნავენ ასევე შრი ლანკაში,კამბოდიაში და მიანმარში.

მედიტაცია

მედიტაციის მიმართ ინტერესი დიდი ხნის განმალობაში გამაჩნდა, თუმცა პრაქტიკა უფრო მოგვიანებით დავიწყე.  მედიტაცია “ჩვენს ენაზე” რომ ვთქვათ,არის განტვირთვა რეალობისგან,სტრესისგან და ყოველდღიურობისგან,იგი დადებითად მოქმედებს ადამიანის ტვინზე და ნევრულ სისტემაზე. ბუდიზმში მედიტაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება,ბუდისტები ფაქტობრივად თავიანთი დღის 90%-ს მედიტაციით ატარებენ.მათთვის მედიტაცია არის რწმენა,ღმერთთან დაახლოება,ნირვანა,განტვირთვა,განვითარება და სხვა.
რასაც ვმედიტირებთ,ანუ რაზეც ვახდენთ ფოკუსირებას,ის მოდის ჩვენკენ. ბუდისტების აზრით,მედიტაცია ერთადერთი გზაა გასხივოსნებისკენ. მედიტაციის დროს გავიწყდება დროის არსებობა,კარგავ რეალობის აღქმას და ცდილობ რაღაც უხილავ ძალას შეეხო.შესაძლებელია ასევე ბევრ გაუცემელ კითხვაზე პასუხი შენივე თავში იპოვო.
არსებობს რამდენიმე სახის  მედიტაცია,მაგალითად ყურადღების ფოკუსირება,რომლის დროსაც აქცენტი კეთდება სუნთქვაზე,ასევე რეაქციის გარეშე აღქმა იმისა,რაც ჩვენს გარშემო ხდება.
მედიტაციისთვის საჭიროა პირველ რიგში  სასურველ პოზაში დაჯდომა (იქნება ეს ლოტუსის პოზა,”მკვდარი კაცის” (savasana) პოზა თუ სხვა.) და კონცენტრაცია. განწყობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეეცადეთ არ იფიქროთ წარსულზე ან მომავალზე,უნდა დარჩეთ აქ,ამ დროს,ამ წამს.ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სუნთქვას,შეეცადეთ ღრმად და მშვიდად ისუნთქოთ. ბუნებაში მედიტირება მშვენიერი აზრია,უნდა აღმოჩნდეთ ისეთ ადგილას,სადაც თავს მშვიდად იგრძნობთ და სადაც ხმაური არ შეგაწუხებთ,თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო,რომ ის ადამიანები,რომლებიც წლების მანძილზე მედიტირებენ,მათ შეუძლიათ ხმაურში მედიტირება ყველანაირი რეაქციის გარეშე,თუმცა სასურველია რომ მედიტაცია განხორციელდეს წყნარ გარემოში,რათა კონცენტრაციას არ შეეშალოს ხელი.  დიდი როლი ენიჭება წარმოსახვით უნარსაც. მაგალითად თუ გსურთ წამიერად მოწყდეთ რეალობას,წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ბუნებაში,სადაც უამრავი მცენარე,სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემოა,ან რაიმე სიტუაცია,სადაც თავს კომფორტულად გრძნობთ.

meditation_sun.jpg
“მედიტაცია ღვთიური საჩუქარია, მედიტაცია აუბრალოებს ჩვენს გარეგან ცხოვრებას და ენერგიით ავსებს ჩვენს შინაგან ცხოვრებას, მედიტაცია ჩვენ გვიბოძებს ბუნებრივ და სპონტანურ ცხოვრებას.”
– შრი ჩინმოი
მედიტაცია დადებითად მოქმედებს ადამიანის ტვინზე.ჩატარდა უამრავი კვლევა,რის შედეგადაც დადგინდა,რომ მედიტაციის შედეგად ტვინი წყვეტს ინფორმაციის იმ ფორმით დამუშავებას,როგორც ეს ჩვეულებრივ მიმდინარეობს,მცირდება ბეტა ტალღების აქტივობა.
ასევე უნდა აღინიშნოს,რომ მედიტაცია ხელს უწყობს სტრესის გამკლავებას და მახსოვრობის გაუმჯობესებას და ა.შ

ჩნდება კითხვა: რატომ ვმედიტირებთ?  ამ კითხვაზე არაჩვეულებრივად პასუხობს ინდოელი ფილოსოფოსი და სულიერი მოძღვარი შრი ჩინმოი:”ჩვენ ვმედიტირებთ რადგან ამ ჩვენმა სამყარომ ვერ დაგვაკმაყოფილა. ეგრეთ წოდებული სიმშვიდე, რასაც განვიცდით ყოველდღიურ ცხოვრებაში, – ეს 5 წითი სიმშვიდეა 10 საათის მწუხარების, შფოთისა და იმედგაცრუების შემდეგ. ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით ნეგატიური ძალების ტყვეობაში, რომლების ყველგან ჩვენს ირგვლივ არიან, – იჭვიანობის, შიშის, ეჭვის, შფოთსა და სასოწარკვეთილების. ეს ძალები მაიმუნებივით არიან. როდესაც ისინი ჩვენი კბენით იღლებიან და ისვენებენ რამოდენიმე წუთს, ჩვენ ვიძახით, რომ სიმშვიდით ვტკბებით. მაგრამ ეს სავსებით არ არის ნამდვილი სიმშვიდე, და შემდგომ ისენი თავდასხმას ისევ განაგრძობენ.მხოლოდ მედიტაციით ჩვენ შეგვიძლია ხანგრძლივი სიმშვიდის, ღვთაებრივი სიმშვიდის მოპოვება. თუ ჩვენ დილაობით მთელი გულით და სულით ვმედიტირებთ და განვიცდით სიმშვიდეს მხოლოდ ერთი წუთით, სიმშვიდის ეს ერთი წუთი გავრცელდება მთელ დღეზე. და როდესაც ჩვენ გვაქვს უმაღლესი რანგის მედიტაცია, მაშინ ჩვენ ნამდვილად ვიღებთ უცვლელ სიმშვიდეს, სინათლეს და აღტაცებას. ჩვენ გვჭირდება მედიტაცია, რადგან ჩვენ გვინდა გავიზარდოთ სინათლეში და გავხსნათ საკუთარი თავი სინათლეში. თუ ამისკენ მივისწრაფვით, თუ ეს გვწყურია, მაშინ მეიტატია ერთადერთი გზაა.თუ ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, რაც გვაქვს და რასაც წარმოვადგენთ, მაშინ ჩვენთვის არ არის აუცილებელი მედიტაციის სფეროში შესვლა. ჩვენი მედიტაციაში შესვლის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ შინაგანი შიმშილი გვაქვს. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენში არის რაღაც ნათელი, რაღაც უსაზღვრო, რაღაც ღვთაებრივი. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს ძალიან გვჭირდება, მხოლოდ ახლა ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება ამისთვის. ჩვენი შინაგანი შიმშილი მოდის ჩვენი სულიერი საჭიროებისაგნ.”
არსებობს მედიტაციის 10 დღიანი კურსი “Vipassana Meditation” (https://www.dhamma.org),რომელიც თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს (საქართველოს გარდა). კურსს გააჩნია საკუთარი დისციპლინა,რომლის დაცვა ყველასთვის სავალდებულოა. 10 დღის განმალობაში ტარდება მედიტაცია,ხდება სხვადასხვა მეთოდის შესწავლა. კურსი ითხოვს რთულ და სერიოზულ მუშაობას. აკრძალულია მკვლელობა,სექსუალური კავშირის დამყარება,ტყუილი და ინტოქსიკაცია. კურსი არის უფასო და ყველას შეუძლია მისი გავლა.