შეხვედრა ბეგბედერთან

11 მარტს თბილისს ეწვია ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგდებერი.ავტორის გადაწყვეტილება სპონტანური იყო,იგი არ გეგმავდა სტუმრებოდა საქართველოს.რა თქმა უნდა ინფორმაცია მის ჩამოსვლის შესახებ ძალიან მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში.ფანები მოუთმენლად ელოდებოდნენ მას მთელი დღის განმალობაში,ისინი დილიდანვე შეიკრიბნენ ბიბლუს გალერეასთან და ყველანაირად ცდილობდნენ შენობაში შესვლას და ავტორის ნახვას.მეც იქ ვიმყოფებოდი,თუმცა შედარებით გვიან შევუერთდი მათ.საშინელება ხდებოდა-ამდენი ხალხი,ხმაური,ჩახუთულობა..თუმცა მაინც ღირდა ამ ყვეალფრის გაძლება.მიუხედავად იმისა,რომ უმეტესობამ ვერ აიღო ავტორისგან ავტოგრაფი და ახლოსაც ვერ შეძლეს მისვლა მასთან,ავტორი იმდენად გადაიღალა რომ ადგა და წავიდა.რა თქმა უნდა ამ ფაქტმა უარყოფიდად იმოქმედა ფანებზე,ძალიან ბევრი იმედგაცრუებული დარჩა,ისინი თავიანთ ემოციებს facebook-ზე აქვეყნებდნენ.IMG_2047.JPG

18:00 საათზე ბეგბედერს დახურული კონფერენცია უნდა გაემართა მწერალთა სახლში.რა თქმა უნდა ყველასთვის შესვლა არ იყო ნებადართული,მხოლოდ მიწვეული სტუმრებს ჰქონდათ უფლება დასწრებოდნენ კონფერენციას.მე შევძელი და დავესწარი ამ ღონისძიებას.თავიდან სიზმარში მეგონა თავი,რადგან არ მეგონა,თუ მოვახერხებდი შენობაში შესვლას.ავტორის ნახვა,ავტოგრაფის გამორთმევა და ფოტოს გადაღება მხოლოდ მწერალთა სახლში შევძელი.იმხელა დადებითი ემოცია მივიღე,რომ არ შემეძლო მისი ბოლომდე გამოხატვა.არ მჯეროდა,რომ ჩემს კუმირს შევხვდი.
ფრედერიკ ბეგბედერთან ერთად კონფერენცია ფრანგმა მწერალმა-დავიდ ფონკინოსმაც გამართა.მის შესახებ ბევრმა არ იცოდა,თუმცა აქცენტი მაინც ბეგბედერზე იყო გაკეთებული.
მისი გაშვება არავის სურდა,ყველა ცდილობდა ინტერვიუს ჩამორთმევას,ფოტოს გადაღებას ან თუნდაც შეხებას.

IMG_2155.JPG

ავტორი მგონი მხოლოდ ქართული სუფრით დარჩა აღფრთოვანებული,რადგან ცოტა არ იყოს და სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.ბევრ ღვინოს სვამდა და ცდილობდა ყველას კითხვას იუმორით ეპასუხა.
საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას,რომ მიუხედავად ყველანაირი სირთულისა,მაინც კმაყოფილი დავრჩი იმით,რომ ჩემი საყვარელი მწერალი ვნახე.არ ვიცი,კიდევ მომეცემა თუ არა მისი ნახვის შანსი,ამიტომ ვეცადე ბოლომდე გამომეყენებია ეს შანსი(ასეც მოხდა) 🙂

Advertisements

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s