დიატლოვის უღელტეხილი

1959 წლის ოქტომბრის თვეში, რუსეთში, სვერდლოვსკის პოლიტექნუკური უნივერსიტეტის
10 სტუდენტი, იგორ დიატლოვის ხელმძღვანელობით გაემგზავრა ექსპედიციაში ჩრდილოეთ
ურალში. ზინაიდა კოლმოგოროვა, იგორ დიატლოვი, რუსტემ სლობოდინი, იური დოროშენკო, გეორგი კრივონიშენკო, ნიკოლაი ბრინოლი, ლიუბმინა დუბინინა, ალექსანდ ზოლიატაროვი, ალექსანდ კოლოვატოვი და იური იუდინი, ათივე მათგანი გამოემშვიდობა ოჯახის წევრებს და უღელტეხილის დასალაშქრად გაემართნენ, თუმცა გზად იურიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და შინ დაბრუნება გადაწყვიტა(იგი ჯგუფის ერთადერთი გადარჩენილი წევრია). მათი მოგზაურობა დაუსახლებელ სივრცეში საწყის ეტაპზე მშვიდობიანად მიმდინარეობდა, ერთ-ერთი
ახალგაზრდა დღიურს აწარმოებდა, რომელშიც დეტალურად აღწერდა ყოველდღიურობას ველურ გარემოში.
1 კვირის შემდეგ, სტუდენტთა ოჯახის წევრებმა სამართალდამცავებს მიმართეს, რადგან აღელვებულები იყვნენ ახლობლების გაუჩინარების გამო, მალევე დაიწყო მასშტაბური საყოველთაო ძიება ურალის მიდამოებში.

preview_1406531187

2106.Dyatlov_Pass_incident_00.jpg

ტურსიტებს ათობით ადამიანი ეძებდა -29 გრადუს ყინვაში. საწყის ეტაპზე მათ დახეული
კარვები აღმოაჩინეს, რომლების მეშვეობით გაირკვა, რომ სტუდენტებმა შოკის მიღების შედეგად,
საღამურებში გამოწყობილებმა შიგნიდან გაჭრეს კარვები და ღამით გაურკვეველი მიმართულებით
გაიქცნენ. მალევე მილიციამ პირველი გვამი იპოვა, რომელსაც თვალები ქონდა დათხრილი,
იმავე ტერიტორიაზე 8 სხეული აღმოაჩინეს სხვა და სხვა ფიზიკური დაზიანებებით, ერთ-ერთ მათგანს ენა ქონდა ამოგლეჯილი, იურის მძიმე თავის ქალის ტრამვა აღმოუჩინეს ყველაზე უცნაურად კი ექსპერტიზის დროს სპეციალისტებმა რადიაციის შედეგად მიღებული მუქად
შეფერილი ცხედრების კანი მიიჩნიეს.

aFeh6BAfGBA58d66c01951a

ექსპერტიზის შედეგების შემდეგ საზოგადოებამ 64 ვერსიის განხილვა დაიწყო, ერთ-ერთი
ვერსიის თანახმად სტუდენტების გარდაცვალება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში დასახლებულ ძირძველ მოსახლეობას ბრალდება, მათ შეეძლოთ ახალგაზრდებისათვის მოწამლული ჰალუცინოგენები მიეწოდებინათ, აგრეთვე საზოგადოებამ უბედური შემთხვევა უცხოპლანეტელებს, რადიაციას, თოვლის კაცს, მისტიურ გარემოსა
და სამხედრო პირებს მიაწერეს, გარდა ამისა ერთ-ერთ ყველაზე რეალურ ვერსიად მიიჩნიეს საიდუმლო ექსპერიმენტი,
რომლის მომსწრეები შემთხვევით გახდნენ ისტორიის მთავარი გმირები, თუმცა მაინც აუხსნელია დასახიჩრებული სხეულების ფაქტი. მიცვალებულთა ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ საქმის გახსნა ვერ მოხერხდა, რადგან სამთავრო ორგანიზაციებსა და პოლიტიკის გავლენიან წარმომადგენლებს არ სურდათ სიმართლის გახმაურება. ჟურნალისტთა ნაწილი თავდაპირველად ყველაფერს ზვავს აბრალებდა, თუმცა ეს ვერსიაც გამოირიცხა, რადგან კარვები დაზიანებული არ იქნა სტიქიური მოვლებების
შედეგად.

1959 წლის 2 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ახალგაზრდებს მთელი
რუსეთი და მსოფლიო გლოვობდა, მათ დაკრძალვაზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი,
ისინი იმედოვნებდნენ რომ ყველაფერს ფარდა აეხდებოდა, თუმცა დღემდე ამ შემთხვევას
ახსნა ვერავინ მოუძებნა.

ამ ისტორიაზე დაწყრდნობით გადაღებულია საშინელებათა ჟანრის ფილმი სახელად “Devil’s Pass”.DevilsPass-DVDFilm-0048605

Advertisements

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s