ჯამბაზები

მინდა ერთ-ერთ ჩემს საყვარელ თემას შევეხო,რომელიც ჯამბაზებს შეეხება.ძალიან ბევრ ადამიანს (მათ შორის ჩემს ბევრ ნაცნობს) აქვს ე.წ  კოულროფობია,ანუ შიში კლოუნების მიმართ.სიმართლე გითხრათ,ასეთი ადამიანების არ მესმის,რადგან მე ბავშვობიდანვე მომწონს ჯამბაზები და არასდროს მეშინოდა მათი.

maxresdefault

ფერადი თმით,წითლად შეღებილი ცხვირით და თეთრად შეღებილი სახით გვევლინებიან დღესდღეობით ჯამბაზები.ამ პერსონაჯებს,რა თქმა უნდა,ცირკში ან რომელიმე გასართობ ცენტრში თუ შევხვდებით.მხოლოდ 1768 წლიდან გახდნენ კლოუნები ცნობილები ცირკში.მანამდე კი მსახიობები ასეთი მაკიაჯითა და ჩაცმულობით დიდებულებს ართობდნენ.

3e5d67f68cf8

სიტყვა ჯამბაზი ( „jan“ სული+ „baz“ მოთამაშე ) სპარსული წარმოშობისაა და ნიშნავს  მუშაითს.

თუ რა იმალება ჯამბაზების მაკიაჯისა და ტანისამოსის უკან,ბევრმა არ იცის.ის მსახიობები,რომლებიც ჯამბაზებს განასახიერებენ,მუდამ გვართობენ და კარგ ხასიათზე გვაყენებენ,შინაგანად დეპრესიულები და სევდიანი ადამიანები არიან.მათი პრობლემების საუკეთესო დამალვის ხერხი კი-სხვა პერსონაჯის თამაშია.გრიმი  მათ სევდიან თვალებს მალავს,სიცილი კი მათ სევდას.

sad clown.jpg

წარმოგიდგენთ რამდენიმე გამონათქვამს კლოუნების შესახებ:

  • თუკი ჯამბაზს არ გააჩნია საკუთარი ნიღაბი,მაშინ მას არც საკუთარი სახე არ გააჩნია
  • ბავშვებს იმიტომ უყვართ ჯამბაზები,რომ მათ სწორედ ასეთები სურთ იხილონ უფროსები
  • საუკეთესო ჯამბაზები ცირკში იგივეა,რაც ნებისმიერი ჩვენთაგანი ცხოვრებაში
  • ცირკი წავიდა,ხოლო ჯამბაზები დარჩნენ
  • როდესაც გმირები გადიან,არენაზე ჯამბაზები შემოდიან072239d67476.jpg

ჯამბაზებზე არაერთი ოპერა თუ სპექტაკლია დადგმული.მინდა გამოვარჩიო ცნობილი იტალიერი კომპოზიტორის-რუჯერო ლეონკავალოს ოპერა-“ჯამბაზები” (pagliacci). ლიბრეტო კატულ მენდესის პიესის („ტაბარენელი ქალი“ ) მიხედვითაა დაიწერილი.

pagliacci_by_hartter.jpg

 აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ ნაწყვეტს ოპერიდან “Pagliacci”

ჯამბაზზე ასევე შექმნილია ცნობილი მხატვრული ნაწარმოები -“კლოუნის თვალთახედვა” ცნობილი გერმანელი მწერლის – ჰაინრიხ ბიოლის მიერ.

the_clown_boll.jpg

გასულ წელს კოლექციონერი გერმანიიდან Kastaun Ortrud მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოში კლოიუნების ყველაზე დიდი კოლექციის მფლობელი. აღსანიშნავია რომ კლოუნების შეგროვება მან დაიწყო 1995 წლიდან და ამ დროიდან მოყოლებული დღემდე მას 2053 სახის კლოუნი აქვს. აქ შეგიძლიათ იხილოთ მისი კოლექცია

209b3e36c77f

Advertisements

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s