მტრის სიყვარული – ანუ იგივე სტოკჰოლმის სინდრომი

Stockholmssyndromet – ანუ იგივე სტოკჰოლმის სინდრომი საკმაოდ პარადოქსული სინდრომია,რომლის მიხედვით მსხვერპლს სიმპათია უჩნდება აგრესორის მიმართ.სინდრომს ეს  სახელი 1993 წელს სტოკჰოლმში მომხდარი შემთხვევის შემდეგ დაერქვა.ამავე წლის 23 აგვისტოს სტოკჰოლმის ერთ–ერთ ცენტრალურ მოედანზე გაქცეულმა შეიარაღებულმა პატიმრებმა, 32 წლის იან–ერიკ ოლსონმა და მისმა 26 წლის თანამზრახველმა – კლარკ ოლფსონმა დაიკავეს ბანკი და მძევლად აიყვანეს 4 ადამიანი. 3 ქალბატონი: 31 წლის ბრიგიტა ლუნდბერგი, 26 წლის ქრისტინა ენმარკი და 21 წლის ელისაბეტ ოლდგრენი. ასევე 26 წლის მამაკაცი – სვენ სეფსტრემი. ექვსდღიანი ტყვეობის განმავლობაში ეს ექვსეული გამუდმებით იმყოფებოდა ბანკის ბრონირებულ საცავში. ბოროტმოქმედები მოითხოვდნენ 3 მილიონ კრონს, იარაღს და მანქანას. განმავლობაში მძევლები საკმაოდ ტრამვატულ სიტუაციაში იმყოფებოდნენ: თავიდან ისინი გადაბმულები იყვნენ ყელზე შემოხვეული თოკით და უწევდათ ფეხზე დგომა. საკმარისი იყო ოდნავ მოხრილიყვნენ, რომ თოკი იჭიმებოდა და გუდავდა მათ. ორი დღის განმავლობაში მათთვის არ მიუციათ საკვები, ემუქრებოდნენ მოკვლით. თუმცა, თანდათანობით, ბოროტმოქმედებსა და ტყვეებს შორის გაჩნდა უცნაური სიახლოვის განცდა. ბრიგიტა ლუნდბერგს ჰქონდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება, თუმცა ყველას გასაოცრად მან არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა ბანკის შენობიდან გამოსაღწევად. ქრისტინა ენმარკმა მოახერხა პოლიციისთვის საჭირო ინფორმაციის გადაცემა, თუმცა შემდეგ თავი დამნაშავედ იგრძნო და ყველაფერში გამოუტყდა ბოროტმოქმედებს. მეოთხე დღეს მან სატელეფონო საუბარში ითხოვა: მძევლებისთვის მიეცათ ბოროტმოქმედებთან ერთად წასვლის საშუალება, რადგან ისინი ძალიან კარგად ექცეოდნენ. რაც შეეხება სვენ სეფსტრეს – განთავისუფლების შემდეგ ის გამუდმებით ამტკიცებდა რომ იან–ერიკ ოლსონი და კლარკ ოლფსონი კეთილი ადამიანები არიან. უშუალოდ განთავისუფლების პროცესში ისინი ცდილობდნენ ბანდიტების დაცვას, ქრისტინა ენმარკს კი ბოლო წუთამდე არ გაუშვია ხელი კლარკ ოლფსონისთვის.სასამართლო პროცესის მსვლელობისას ითხოვდნენ ამნისტიას და ა.შ. ბოროტმოქმედთა განთავისუფლების შემდეგ ორმა ქალბატონმა აღიარა, რომ აწ უკვე ყოფილ პატიმრებთან ჰქონდათ ნებაყოფლობითი ინტიმური ურთიერთობა, პოლიციას კი თავიანთ მტრებად მიიჩნევდნენ.

_69416323_police

 

იან-ერიკ ოლსენი დაპატიმრების დროს

სტოკჰოლმის სინდრომის სახელით ცნობილი ეს მიჯაჭვულობა კიდევ არაერთხელ დაფიქსირდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხესა და განსხვავებულ სიტუაციაში. ამ ფენომენის ფსიქოლოგიური განმარტებები ურთიერთგამომრიცხავი და ბუნდოვანია, თუმცა უპირატესობა ენიჭება მის, როგორც თავდაცვის მექანიზმის განხილვას. ანა ფროიდი ამ ფენომენს განიხილავდა, როგორც საკუთარი თავის აგრესორთან იდენტიფიკაციის პროცესს. ეს ირაციონალური გრძნობა შესაძლოა გაუჩნდეთ ადამიანებს, რომლებიც აღმოჩნდნენ სასიკვდილო მდგომარეობაში, როდესაც რაციონალური რეაქციები უშედეგო და უიმედოა. არაცნობიერად მძევალს (მსხვერპლს) უჩნდება მცირე იმედი, რომ ბოროტმოქმედები არ მიაყენებენ ზიანს თავისსავე მსგავსს. სწორედ ამიტომ ხდება ატიტუდების, აღქმის ცვლილება – მოძალადე აღიქმება, როგორც მომხიბლავი, კარგი ადამიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდებოდა საკუთარი თავის მასთან გაიგივება.

სტოკჰოლმის სინდრომს აქვს უფრო განზოგადებული სახელწოდებაც – “მძევლის სინდრომი”.მისი შემთხვევები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც საკმაოდ ხშრია: ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არჩევს განაგძოს ცხოვრება მოძალადესთან, უჩნდება სიყვარულის ილუზია და ა.შ.

Advertisements

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s