სერიული მკვლელები Top 5

სერიულ მკვლელად იწოდება პიროვნება, რომელსაც ჩადენილი აქვს 4-5 მკვლელობაზე მეტი და ეს სიბოროტე განპირობებულია მათი არამდგრადი ფსიქოლოგიური აშლილობით. მკვლელობის მიზანი, როგორც წესი, ფსიქოლოგიური კმაყოფილების განცდის მიღებაა. ხშირად მსგავს შემთხვევებში სექსუალური ელემენტებიც ფიგურირებს, თუმცა FBI-ის მიხედვით, სერიული მკვლელობის მოტივები უმეტესწილად მოიცავს სიბრაზეს, მღელვარებას, ფინანსური სარგებელის მიღებისა და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილს. მსხვერპლებს ხშირად გარკვეული შტრიხები აკავშირებთ ერთმანეთთან, მაგალითად ფიზიკური აღნაგობა, რასა, ეროვნება, საქმიანობა, სქესი ან ასაკობრივი ჯგუფი. კაცობრიობის ისტორიაში ასეულობით სერიული მკვლელი ყოფილა და ხანდახან 2 ან მეტი ადამიანი მოქმედებდა ერთდროულად, თუმცა ადგილი ჰქონია ერთ სერიულ მკვლელსაც.
წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილ სერიულ მკვლელებს, რომელთა სისასტიკეს არ ჰქონდა საზღვარი და ათწლეულებისა და საუკუნეების მანძილზე ემახსოვრება კაცობრიობას.

  1. ალბერთ ფიში

Albert_Fish_1903
იგი ცნობილია როგორც სერიული მკვლელი, კანიბალი. მისი მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დასახელება რთულია, რადგან მოკვლის შემდეგ ფიში მათ ჭამდა. 1934 წლის ნოემბერში, 64 წლის ასაკში დააკავეს, ხოლო 1936 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ის ელექტრო სკამზე სიკვდილით დასაჯეს.

 

2. რიჩარდ რამირესი

20638354_1980269402218482_3116289541667722927_n

რამირესი ბავშვობიდანვე განიცდიდა ძალადობას. იგი სატანიზმით იყო გატაცებული და ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. მისი ზედმეტსახელია ” ღამის მონადირე” (the night stalker).  რიჩარდ რემირესი აუპატიურებდა, აწამებდა და კლავდა ხალხს. მკვლელობის შემდეგ, რამირესი კედელზე პენტაგრამას გამოსახულებას ტოვებდა. საბოლოოდ მას 13 მკვლელობა დაუმტკიცეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი უფრო მეტია. დღევანდელი მონაცემებით მან დაახლოებით 36 ადამიანი მოკლა. ის ხალხს დანით,პისტოლეტით და სხვა ცივი იარაღით უსწორდებოდა. რამირესი 2013 წელს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

3. ედ გეინი

111974_f520.jpg
ამერიკის კრიმინალურ ისტორიაში ედ გეინმა  უდიდესი სახელი დატოვა. იგი ადამიანების ტყავისგან კერავდა ნივთებს და ტანსაცმელებს. სასამართლო პროცესზე ის ცნეს ფსიქიურად შეშლილად და დარჩენილი მთელი თავისი ცხოვრება გაატარა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც 1984 წელს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ედ გეინის სახლში ასეთი ნითები აღმოაჩინეს:


4. ანდრეი ჩიკატილო

201512221157336227.jpg

1978 წლის 22 დეკემბერს,  ქალაქ შახტიში მოკული იქნა 9 წლის გოგონა. ასე დაიწყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე საზარელი მკვლელი-მანიაკის “მოღვაწეობა”, მხოლოდ 10 წლის შემდეგ გახდება მისი სახელი ცნობილი-ანდრეი ჩიკატილო. იგი წლების მანძილზე ახალგაზრდა გოგონებს აუპატიურებდა და სასიტად კლავდა. საბოლოო ჯამში მანიაკმა 56 მკვლელობა აღიარა, თუმცა მას 53 დაუმტიცდა.

 

5. ჯონ უეინ გეისი

fob_miner-gacymugshot.jpg

გეისმა 6 წლის განმავლობაში მოახერხა მინიმუმ 33 ბავშვის (ბიჭის) გაუპატიურება და მოკვლა. დაკავების დღეს მისი სახლის სარდაფში აღმოჩენილ იქნა 27 ბავშვის ცხედარი, ხოლო დანარჩენი 6 სახლთან ახლოს მდინარეში იპოვნეს. იგი ცნობილია როგორც მკვლელი კლოუნი. მის მსხვერპლთა სავარაუდო რიცხვი შეადგენს 35-40.

Advertisements

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s