დევიდ ბოუვი – კაცი რომელიც დაეშვა დედამიწაზე

ეს პოსტი მინდა მივუძღვნა ჩემს ბავშვობის კუმირს – დევიდ ბოუვის,რომელმაც (შემიძლია თამამად განვაცხადო რომ) ჩამოაყალიბა ახალი მუსიკალური მიმდევრობა,შექმნა განსხვავებული სტილი და მთლიანად შეცვალა შოუბიზნესის მსოფლმდეხველობა.
შევეცდები მოკლედ ავღწერო მუსიკოსის უმნიშვნელოვანესი ფაქტები და დამახასიათებელი დეტალები.
david-bowie-0.jpg

დევიდ ბოუვის როკ მუსიკის ქამელეონადაც იხსენიებენ,რადგან მისი დამახასიათებელი თვისება ხშირი ცვალებადობა იყო.მისივე თქმით,იგი კოლექციონერი იყო,რომელიც აგროვებდა პერსონაჟებს,შემდეგ კი მათ თავის მუსიკისთვის იყენებდა.ბოუიმ დაახლოებით 50 წელი მიუძღვნა მუსიკალურ შემოქმედებას,იგი ასევე გვევლინებოდა როგორც მხატვარი და მსახიობი.
მუსიკოსის ნამდვილი სახელი – დევიდ რობერტ ჯონსია.სოლოკარიერის დაწყებამდე იგი გაწევრიანებული იყო ჯგუფში “The Konrads”, 60 ანი წლების ბოლოს კი “Space Oddity”– ს გამოშვების შემდეგ ჩამოყალიბდა როგორც დევიდ ბოუვი.შეიძლება ითქვას,რომ Space Oddity ბოუის საგანძურია.იგი ზუსტად ასახავს მის მუსიკალურ მიმდინარეობას და ხაზს უსვამს მის ინდივიდუალიზმს.
bowieessential.jpg

70ანი წლების დასაწყისში ბოუიმ 4 მნიშვნელოვანი ალბომი გამოუშვა : “The Man who sold the world”, “Hunky Dory” , “The rise and fall of Ziggy Stardust and the spiders from mars” და “Aladdin Sane”. 
Ziggy Stardust მუსიკოსის თქმით მისივე გამოგონილი მონსტრია,რომელიც წლების მანძილზე მის გონებაში არსებობდა.ალბომმა “Aladdin Sane”  ბოუვის იმიჯს განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი.ალბომის გარეეკრანზე შესამჩნევია ბოუის უჩვეულო მაკიაჟი და ვიზუალი.
david-bowie.png

1976 წელს გამოშვებულმა ალბომმა “Station to station” ბოუის კიდევ ერთი ახალი იმიჯი შეუქმნა.ამ პერიოდში არტისტი გვევლინება ყოველგვარი ზედმეტად დატვირთული მაკიაჟის გარეშე,იგრძნობა მუსიკალური ინსტრუმენტების ცვალებადობაც.Station to station 1982 წელს გადაღებული გერმანული სრულმეტრაჟიანი ფილმის “Wir kinder von Bahnhof Zoo”-ს საუნდთრეკად გვხვდება.

david_bowie_performing.jpg
საყურადღებოა 1977 წლის ალბომი “Heroes”,რომელიც დევიდ ბოუვის ერთ-ერთ მთავარ სინგლად ითვლება.
80ან წლებში კვლავ იცვლება ბოუვის სტილი და მუსიკა.ამ პერიოდში გამოშვებული მნიშვნელობანი ალბომები: “Scary Monsters” და  “Let’s Dance”.
აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ 80ანი წლების დასაწყისში ბოუი პანტომიმის ამპლუაში გვევლინება.მისი ასეთი უჩვეულო იმიჯი განსაკუთრებით მკვეთრად ვლინდება კლიპში “Ashes to ashes”.

david-bowie-900x770.jpg

რაც შეეხება 90ან წლების ალბომებს,შეიძლება ითქვას,რომ ამ პერიოდში ბოუვი ცილდება საკუთარ ინდივიდუალიზმს და ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ სტილს მიყვება.ეს ფაქტი ვლინდება როგორც მუსიკაში,ასევე მუსიკოსის ვიზუალში.

2013 წელს გამოშვებული ალბომით “The next day”  ბოუვი კვლავ თავის უჩვეულო იმიჯს უბრუნდება.ალბომის გარეეკრანზე შესამჩნევია 1977 წლის ალბომის “Heroes” ფოტო.ეს კიდევ მეტად მეტყველებს ზემოთ აღნიშნულ ფაქტზე.

2016 წელს დევიდ ბოუვიმ თავისი უკანასკნელი ალბომი “Blackstar” გამოუშვა,საკუთარი სიკვდილამდე 2 დღით ადრე.Blackstar” -ის მოსმენის დროს მსმენელი ხვდება 60 ან წლებში,ანუ იმ პერიოდში,როდესაც ბოუვი საკუთარ სოლოკარიერას იწყებდა.ალბომი კვლავ კოსმოსურ თემატიკაზეა დაყრდნობილი და თითქოს მისი ჟღერადობით 1969 წლის სინგლს “Space Oddity” -ს წააგავს.
დევიდ ბოუვი ერთადერთი მუსიკოსია,რომელმაც ყველაზე მეტი სიმღერა შექმნა კოსმოსის თემაზე.იგი  აღიარებულია გლემ-როკის დამფუძვნებლად და უდიდეს არტისტად.
როგორც ზემოთ ვახსენე,ბოუვი მუსიკის გარდა კინემატოგრაფიის სფეროშიც მოღვაწეობდა.1967 წელს იგი პირველად გადაიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმში “The Image”.1976 წელს მიიღო მონაწილეობა ფილმში  “The Man who fell to earth” , რომელიც უოლტერ ტევისის ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული.ფილმში ბოუი უცხოპლანეტელის როლს ასრულებს.ამავე ფილმის საუნდთრეკები ბოუის მიერაა შექმნილი,რომელიც 1977 წელს ცალკე ალბომად “Low” გამოიცა.
tumblr_n25061DBql1sixwgco1_1280

დევიდ ბოუვიმ ასევე მონაწილეობა მიიღო ტონი სკოტის ფილმში “Hunger” ,ჯიმ ჰენსონის “Labytinth”-ში  და ქრისტოფერ ნოლანის “The Prestige”-ში.

მიუხედავად მუსიკოსის გარდაცვალებისა,ბოუვის მუსიკა მუდამ იცოცხლებს და არასდროს დაკარგავს თავის პოპულარობას.მასზე დაყრდნობით არაერთი მუსიკალური ჟანრი და ბენდი შეიქმნა.დევიდ ბოუვი უამრავი არტისტის შთაგონების წყაროა.

Advertisements

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s