ბუდიზმი

ბუდიზმი მსოფლიოს უდიდესი რელიგიაა, რომელიც ინდივიდუალური სულიერი განვითარების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადრებას, რომელსაც ნირვანისკენ, ან განთავისუფლებისკენ მივყავართ.
15910333_1872232129688877_465966224_n.jpg

ბუდისტური რელიგია წარმოიშვა გაუტამა ბუდას ცხოვრებისგან და სწავლებისგან, რომელიც ინდოეთში მე-6 საუკუნეში ქრისტეს შობამდე ცხოვრობდა.ბუდა ძვ.წ. VI საუკუნეში მოღვაწეობდა. ის დაიბადა, როგორც პრივილიგირებული ინდოეთის უფლისწული. ბუდა, ბავშვობასა და სიყმაწვილეში, დაცული იყო სამყაროს ტანჯვისგან და ადამიანთა ცხოვრების სიკვდილიანობისგან. თუმცა, ახალგაზრდამ, მან გაბედა ქალაქში გასვლა და პირველად შეხვდა სიკვდილს, ავადმყოფობასა და ტანჯვას.ბუდამ ეჭვის ქვეშ დააყენა მიწიერი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მას ქონდა მთელი მატერიალური კეთილდღეობა, ბუდას ის აღარ აკმაყოფილებდა. ამიტომაც სიდჰართხა გაუტამა (ბუდას გვარი) განუდგა სამყაროს და წავიდა ჭეშმარიტების საძებნელად.მრავალი წლის განმავლობაში სიდჰართხა მძიმე ასკეტიზმის პრაქტიკას ეწევა და, გამუდმებული მარხვით, სხეული თითქმის კოლაფსამდე მიჰყავს. თუმცა ამან ვერ მოუტანა გასხივოსნება. ერთხელაც გამვლელმა ქალმა ბუდას საკვები მოუტანა, მას შემდეგ ბუდამ გადაწყვიტა გაჰყოლოდა “საშუალო გზას”: მძიმე ასკეტიზმისგან თავის არიდებისა და, ასევე, სურვილებზე უარის თქმის გზას.

ბოლოს და ბოლოს ბუდამ გასხივოსნებას მიაღწია ბოდჰის ხის ძირას. სიცოცხლის დარჩენილი წლები ბუდა მთელ ინდოეთში მოგზაურობდა, და ავრცელებდა თავის გასხივოსნებისკენ გზისა და ნირვანის გზავნილს. მისი სწავლება ბევრ მიმდევრებს იზიდავდა და ბუდას წასვლის შემდეგ დაიწყეს მისი სწავლების ჩაწერა. ეს ჩანაწერები საფუზვლად დაედო ბუდიზმს.

ბუდას სიკვდილის შემდეგ განვითარდა ბუდიზმის ბევრი განშტოება, თუმცა მათ ყველას აერთიანებს გასხივოსნების ძებნა სურვილებზე უარის თქმისა და გონების დაცარიელები გზით, რათა შესაძლებელი გახდეს ნირვანაში შესვლა.ბუდისტები არ აქცევენ დიდ ყურადღებას რწმენას ღვთისას, ისინი ხაზს უსვამენ გასხივოსნებისკენ მიმავალ გზას, რომელიც პრაქტიკით, ზნეობის განვითარებით, მედიტაციით და სიბრძნით უნდა იქნას მიღწეული. ასევე ბუდისტები ყურედრებას ამახვილებენ შებრალებაზე ყველა ცოცხალი არსების მიმართ.

ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტება

ბუდა ოთხ კეთილშობილურ ჭეშმარიტებას ასწავლიდა, რომლებიც ცენტრალურ ადგილს იკავებენ მის სწავლებაში. ეს ოთხი ჭეშმარიტება ბუდიზმის ფუნდამენტალურ ფილოსოფიას წარმოადგენს. მათი სრული გაგების გარეშე, ჩვენ ვერ გავიგებთ ბუდას სწავლებას. ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი რელიგიების საზღვრებს მიღმა არიან, ისინი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ფსიქოლოგიისთვის და ჩვენი არსებისთვის. ისინი საშუალებას გვაძლევენ გავიგოთ ჩვენი ტანჯვის მასშტაბი და ხასიათი და ვიპოვოთ შესაფერისი “წამალი” ამისგან განკურნებისა.

ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტება:

1. ტანჯვა
ეს სამყარო დაუკმაყოფილებელია და ტანჯვითაა სავსე.

2. ტანჯვის მიზეზი
ტანჯვის მიზეზი, შეიძლება განისაზღვროს, როგორც მიჯაჭვულობა ან არასწორი საქმეების კეთების მგზნებარე სურვილი. მატერიალურ სამყაროში ეს სურვილები ვერასოდეს მიგვცემენ მარადიულ ბედნიერებას, რადგან თავისი ბუნებით ისინი დროებითნი ან გარდამავალნი არიან.

3. ტანჯვის დასასრული
სწორი ქცევის, მედიტაციის და ლოცვის პრაქტიკით ერთეულებისთვის შესაძლებელია გათავისუფლების ან ნირვანის მირწევა.

4. ტანჯვის დასრულებისკენ მიმავალი გზა
კეთილშობილური რვაჯერადი გზა – ტანჯვის გადაჭრის და მისი დასასრულამდე მიყვანის პოვნის გზაა.

201503151524410486550001426413281.JPG

ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტების მიმოხილვა

ბევრი ადამიანი ბუდიზმს პესიმისტურ რელიგიად მიიჩნევს, იმიტომ რომ ის ცხოვრებაზე საუბრობს, როგორც საშიშ და მტკივნეულ გზაზე და როგორც საქმიანობაზე სრულ ამაოებაში. ზოგადად, ისინი ბუდიზმში ვერ პოულობენ ვერანაირ პოზიტიურ მიდგომას ცხოვრების მიმართ. მთელი ცხოვრება თითქოს მის მიერაა დაგმობილი, როგორც დიდი ილუზია, რომელიც არა კომფორტს გვთავაზობს არამედ ტკივილს, არა თავისუფლებას გვთავაზობს არამედ ბორკილებს, არა მუდმივობას – არამედ ცვალებადობას, და არა ნუგაშს – არამედ გამოუთქმელ ტანჯვას.

ბუდიზმი ვერ მიმართავს სიამოვნებისკენ ორიენტირებულ ადამიანს ან ეპიკურელს. მაგრამ ეს არაა ნეგატიური რელიგია. პირიქით, ეს ძალიან სისტემატიურად იკვლევს ცხოვრების ნეგატიურ ასპექტებს და ცდილობს შესთავაზოს დადებითი გადაწყვეტილებები დამუდმივი განკურნვის საშუალება. ბუდიზმი არ სთავაზობს უკიდურეს ასკეტიზმში ცხოვრებას, მაგრამ მხოლოდ ზომიერებიში, კონტროლში და დისციპლინაში, და არა თვითუარყოფაში, სხეულის და გონების წამებაში.

ბუდიზმი არ იღებს პასუხისმგებელობას განახოს შენი საკუთარი ხსნა შენი პიროვნების გარეთ, არამედ მის ცენტრში. ის არ დაასუსტებს შენს გადაწყვეტილებას შენი არჩეული გზით იარო, ის მხოლოდ გიხსნის შენი არჩევანის შედეგებს და საფრთხეებს, რომლებიც დაკავშირებულია ჩაჭიდებასთან მას, რაც არ არის მარადიული.

ბუდიზმს ტანჯვა ყურადრების ცენტრში შემოაქვს, იმიტომ რომ თვლის, რომ ის ცხოვრების მთავარი სენია, რომელიც უნდა გადაწყვეტილი იქნას და არა იგნორირებული იქნას. ეს სწორედ მშვიდობის და შებრალების რელიგიაა, პრაქტიკული რელიგიაა, რომელიც თავის სპეკულატიური ფილოსოფიებს არგუმენტებს ღვთის არსებობის შესახებ კი არ თხზავს, არამედ ადამიანის ძალისხმევის შესაძლებლობებით მიჰყავს ის გათავისუგლებამდე.

ეს არ არის უბრალოდ ცალკე პიროვნების, კარჩაკეტილი, სოციალურად გადახრილი ან ინტროვერტი ადამიანის რელიგია. ეს გაწონასწორებული გონების რელიგიაა, რომელსაც ესმის გარეგანი და შინაგანი ჰარმონიის მნიშვნელობა ხსნის მიღწევაში. ის აღიარებს სოციალური ჰარმონიის მნიშვნელობას და კოლექტიური დისციპლინის საჭიროებას და კოლექტიურ ქმედებებს ყველასთვის საყოველთაო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და შესანარჩუნებლად.

ბუდიზმს არ წაახალისებ ადამიანს, რომ ის საკუთარი ილუზიების მონა გახდეს. ის ადამიანს არ ტოვებს უიმედოსა და დაუცველს. ინიცირებულს თავისი ცხოვრების დასაწყისში ის ნათლად აგებინებს ცხოვრების ილუზორულ ბუნებას და საფრთხეებს, თუ ის ამას აგრძელებს, ასე რომ ინიცირებულს შეუძლია ადექვატურად თავი დაიცვას მათგან.

ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტება ეს ჩვენი არსების ოთხი ფუნდამენტური ჭეშმარიტებაა. ისინი უნივერსალურ ჭეშმარიტებას წარმოადგენენ, რომლებსაც ვერავინ უარყოფს. ისინი ყველა ცხოვრებების მიღმა მიდიან და არ გვაძლევენ გასაღებს, თავისი წარმოშობის ან შემოქმედის შესახებ. ბუდამ ვერ იპოვა მიზეზი, რომელმაც ისინი შექმნა.

buddhism_devotion.jpg

რვაჯერადი გზა

ბუდამ ტანჯვის გვირაბის ბოლოს აღმოაჩინა სინათლე. მაგრამ მან განაცხადა, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია, თუ ადამიანმა სწორ გზას არ დაადგა და არ მიმართა სწორ ცხოვრებას. მან კარგად იცოდა ცხოვრების უკიდურესობები.

თავის პირად ცხოვრებაში , მან გაიარა ორთავე უკიდურესობა, როგრც სიამოვნება, ასევე ტანჯვაც, მან კარგად იცოდა ორივეს შედეგი. როგორც ახალგაზრდა უფლისწული, ის ცხოვრობდა სიამოვნებასა და ფუფუნებაზე ორიენტირებული ცხოვრებით, როგორც ახალგაზრდა განდეგილი, მან თვითწამებას და მკაცრ ასკეტიზმს მიმართა.

მან ვერცერთში ნახა ეფექტურობა თავის გასხივოსნებისკენ წინსვლისთვის. მან გააცნობიერა, რომ ცხოვრების უკიდურესობები ადამიანის გათავისუფლებას ხელს არ უწყობენ. გათავისუფლების მოიპოვება არც გრძნობითი სიამოვნებების და სურვილების დაკმაყოფილებით, და არც ავადმყოფური, არაღვთიური და უსარგებლო თვითწამებით ხდება; ეს შეუძლებელია. მან აღმოაჩინა, რომ არიული შუა გზა უფრო ეფექტურია ნირვანის მიღწევისთვის.

შუა გზა ნამდვილად რვაჯერადი გზაა, რომლის ბოლოსაც ნირვანას კარები იხსნება. რვაჯერადი გზის შემავალი ასპექტებია:

  • სწორი გაგება,
  • სწორი აზრი,
  • სწორი სიტყვა,
  • სწორი ქმედება,
  • სწორი ხერხით თავისი ცხოვრების შენახვა,
  • სწორი ძალისხმევა,
  • სწორი მიმათულებით გონების მუშაობა,
  • სწორი კონცენტრაცია.

– ეს ის შუა გზაა, რომელსაც ბუდა ქადაგებდა.

ეს გზა, რომელიც მან აღმოაჩინა, გზაა ცოდნისა და ხილვის, სიმშვიდის, შეცნიბისა და გასხივოსნების, ბოლოს კი ნირვანაა.

psychbuddhism-logo.jpg

ბუდიზმის განშტოებები

ბუდას ცხოვრების დროს არ იყო გაყოფა ბუდისტურ სწავლებებს შორის. მაგრამ დროთა განმავლობაში განვითარდა განსხვავებული ტრადიციები, რომლებიც ხაზს უსვამენ ბუდისტური სწავლების სხვადასხვა ასპექტებს.

თჰერავადას ბუდიზმი
თჰერავადას ბუდიზმი ძლიერია შრი-ლანკაში, კამბოჯაში, ტაილანდში, ლაოსში და მიანმარში. თჰერავადას ბუდიზმი ამახვილებს დიდ ყურადრებას ბუდას ორიგინალურ სწავლებებზე, კერძოდ ეს სწავლებები ცნობილია პალის კანონის სახით.

მაჰაიანას ბუდიზმი
მაჰაიანას ბუდიზმი გავრცელებულია ტიბეტში, ჩინეთში, ტაივანში, იაპონიასი, კორეაში და მონღოლეტში.
მაჰაიანას ბუდიზმი არ არის ერთი ჯგუფის, არამედ ბუდისტური ტრადიციების კრებულა:

  • ძენ-ბუდიზმი
  • წმინდა მიწის ბუდიზმი
  • ტიბეტური ბუდიზმი

თჰერავადაც და მაჰაიანაც ორივე ფესვებით მიდის ისტორიული ბუდას ძირითად სწავლებაში, ორივე ხაზს უსვამს სამსარის ციკლისგან (დაბადება, გარდაცვალება, ხელახლა დაბადება) გათავისუფლების ინდივიდუალურ ძიებას. თუმცა მეთოდები და პრაქტიკები შეიძლება ძალიან განსხვავებულები იყოს.

Shinto-Buddhism.jpg

Advertisements

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s