ვეგეტარიანელობა

საქართველოში ვეგეტარიანელობა უცხო ფენომენია,თუმცა ის ფაქტიც უნდა ვაღიაროთ,რომ დროთა განმალობაში უფრო მეტად გაიზარდა ვეგეტარიანელების რიცხვი,ამასთანავე შეიცვალა ადამიანების დამოკიდებულება ცხოველების მიმართ.მიხარია,როცა ქუჩაში ვეხმარები უპატრონო ცხოველებს,მცირეოდენი საჭმლის დაყრის ან თუნდაც მოფერების შემდეგ ბედნიერად ვგრძნობ თავს.ვეგეტარიანელობა არ ნიშნავს მხოლოდ ხორცის ჭამაზე უარის თქმას,ის პირველ რიგში გულისხმობს საკუთარი თავის გაძლიერებას,პატივისცემას და სიყვარულს.ის აგრეთვე ეხმარება ადამიანს სწორი კვების დაბალანსირებაში.უამრავი ცნობილი ადამიანი გვევლინება ვეგეტარიანელად,მაგალითად:ლევ ტოლსტოი,ფრანც კაფკა,მაჰათმა განდი,,ლეონარდო დავინჩი,ბილ კლინტონი,ბენჟამინ ფრანკლინი, და სხვები. ლევ ტოლსტოის თქმით,”ცხოველის მოკვლიდან ადამიანის მოკვლამდე – ერთი ნაბიჯია”,რასაც მე პირადად 100%-ით ვეთანხმები.
110_healthy_vegetarianism.jpg

ვეგეტარიანელობა ხელს უწყობს იმ ადამიანებს კონცენტრირებაში,ვინც მედიტაციას ან იოგას მისდევს.როგორც ცნობილია,ბუდიზმი ყველანაირი ცოცხალი არსების შემწყნარებლობას ქადაგებს,აქედან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვეგეტარიანელობას და სხეულის სისუფთავეს.ცხოველების მოკვლა,წამება,იდენტურია ნებისმიერი ცოცხალი არსების მკვლელობასთან,ცხოველები არაფრით განსხვავდებიან ადამიანებისგან.ალბათ ბევრი თქვენგანი არ დამეთანხმება ამაში,რადგან ცხოველებს არ შეუძლიათ ლაპარაკი,არ აქვთ აზროვნების უნარი ადამიანებისგან განსხვავებით და ა.შ მაგრამ მოდით სხვა თვალით შევხედოთ ყველაფერს.არსებობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები,რომლებსაც არ შეუძლიათ ლაპარაკიმან ხედვა და ა.შ მაგრამ ჩვენ მათ ხომ მაინც ადამიანებათ ავღვიქვავთ?ასეა! ან თუნდაც იმის გამო რომ ადამიანს არ აქვს სხეულის რომელიმე ნაწილი ცხოველად ვთვლით ამის გამო? რა თქმა უნდა არა. ზუსტად ამ ყველაფრის გამო მიმაჩნია ადამიანი და ცხოველი იდენტურ ცოცხალ არსებებად,არ ვთვლი საკუთარ თავს მკვლელად და ამიტომაც არასდროს შევჭამ ცოცხალი არსებას!
მეორე შედარებით რთული და ხშირი შეკითხვა:რატომ ვჭამთ ხორცს მაშინაც კი,როცა გვიყვარს ცხოველები? ალბათ ვფიქრობთ,რომ ჩვენს თავს ბევრად მეტ ყურადღებას და მზრუნველობას ვუთმობთ და ამიტომ ასეთ შემთვევაში თვალებს ვხუჭავთ ცხოველების მკვლელობასა და ტანჯვაზე.მთავარი ხო ჩვვენი მადაა-როგორც უმეტესი იტყოდა.ასეთ დროს უდიდესი შეცდომა იშვება!როცა ადამიანს გონია,რომ მადის დაკმაყოფილების შემდეგ თავის თავს პატივს ცემს,ძალიან ცდება,ის მხოლოდ მაშინ არის მადლიერი საკუთარი თავის მიმართ,როცა ჰუმანურად ექცევა პირველ რიგში ბუნებას,ადამიანიც ხომ ბუნების ნაწილია!იმ დროს,როცა ადამიანი კეთილდღეობასა და სულიერ ამაღლებაზე ფიქრობს,მის გონებაში გამორიცხულია ხორცის ჭამა.
მესამე რაც უნდა აუცილებლად ვახსენო,არის რელიგია(უფრო მეტად რომ დავაკონკრეტო ქრისტიანული რელიგია).უამრავ ადამიანს აქვს ასეთი გამართლება:ბიბლიაში წერია რომ შეგვიძლია ხორცის ჭამა და ეს ღმერთის ნებაა,რატომ უნდა ვთქვა უარი?ნურას უკაცრავად!თუ ვსაუბრობთ ჭეშმარიტ ქრისტიანობასა და რელიგიაზე მაშინ უნდა ვახსენოთ პირველ რიგში ის ფაქტი,რომ ბიბლიაში არ წერია მსგავსი რამ,არსად წერია რომ ღმერთმა იმისთვის მოავლინა ცხოველი დედამიწაზე,რომ ადამიანმა გაძოვოს ის.ცხოველი გვაძლევს უამრავ რძის ნაწარმს,რომლის ჭამაც შეგვიძლია.
მეორე რელიგიური ფენომენი,რომლის თანახმადაც ტანჯვის შედეგად ადამიანის სული ბევრად ძლიერდება და განდიდდება,ასევე გულისხმობს ვეგეტარიანელობას.ქრისტიანულ რელიგიაში ამ ფენომენს მარხვას უწოდებენ,თუმცა ბევრი ადამიანის აზრით,მარხვა მხოლოდ ხორცზე და რძის ნაწარმზე უარის თქმაა.სამწუხაროდ ადამიანების უმეტესობას არ ესმის,რომ მარხვა არა საკუთარი სურვილების უარყოფა,არამედ საკუთარი თავის გაძლიერებაა.
ბუდიზმის თანახმად,ადამიანი ხორცის ჭამის დროს უამრავ უარყოფით უნარს გამოიმუშავებს, რადგან ზოგიერთი ცხოველი გამოირჩეულია აგრესიით,ველური ბუნებითა და სხვა სახიფათო ქცევით.ამიტომ იქნებ დავფიქრდეთ და ცოტაოდენ მაინც შევცვალოთ ჩვენი აზროვნება?უამრავი კარგი საქმის გაკეთება არის შესაძლებელი ერთი პატარა ნაბიჯის გადადგმის შედეგად 😉

Advertisements

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s