ბჰუტანი – სამოთხე დედამიწაზე

ბჰუტანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქვეყანაა.ბჰუტანელები საკუთარ სახელმწიფოს უწოდებენ დრუკ იული (འབྲུག་ཡུལ་), რაც „ცეცხლის მფრქვეველი დრაკონის მიწას“ ნიშნავს.1999 წლამდე ქვეყანაში აკრძალული იყო ტელევიზია, ინტერნეტი და მობილური ტელეფონები, თუმცა ბოლო წლებში ქვეყანამ დაიწყო აქტიური განვითარება, რასაც ხელი შეუწყო ინტერნეტის აღდგენამ, ასევე საერთაშორისო საჰაერო რეისების განახლებამ და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მეტ-ნაკლებად შედინებამ.ბჰუტანი – მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ოფიციალურ რელიგიად, ”სულიერ მემკვიდრეობად” ბუდიზმის ტანტრული მიმართულებაა აღიარებული. ამიტომაც, ხელისუფლების მთავარ მიზანს ქვეყნის თითოეული მოქალაქის გაბედნიერება წარმოადგენს, ეს კონსტიტუციის მე-9 მუხლშია გაწერილი.

maxresdefault.jpg 2008 წელს შეიქმნა ”საყოველთაო ბედნიერების სახელმწიფო კომისია” (Gross National Happiness Commission) რომელსაც თავად პრემიერი ხელმძღვანელობს. მოსახლეობის აღწერისას მოქალაქეებს კითხვას უსვამენ: ” ხართ თუ არა ბედნიერი?” 2005 წელს, უკანასკნელი აღწერისას მოსახლეობის 45.2%-მა ამ კითხვას გასცა პასუხი ” ძალიან ბედნიერი ვარ”, 51.6%-მა – ”ბედნიერი ვარ”, და მხოლოდ 3.3%-მა – ”არც თუ ისე ბედნიერი ვარ”.

ბჰუტანში მთლიანი შიდა პროდუქტის ცნება შეცვლილია უფრო შესაფერისი ინდიკატორით – ”მთლიანი ეროვნული ბედნიერებით”. ეს გახლავთ ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს, ამგვარად, ადამიანების გაბედნიერება ეროვნული პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს.

 

ბჰუტანში არ არის შიმშილი და კრიმინალი,  ხალხი ლაღად ცხოვრობს და არ იცის, რა არის ომი და სიღარიბე. ბჰუტანელები ძალიან სტუმართმოყვარეები და გახსნილები არიან და უფრთხილდებიან თავიანთ უნიკალურ კულტურას.აქ ცხოველების დახოცვა აკრძალულია, ამიტომ, თითქმის ყველა ვეგეტარიანელია. იკრძალება ქიმიური სასუქის შეტანა, ამიტომ, რასაც კი ამ მიწაზე აწარმოებენ, ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა. არ იჩეხება ტყეები, პირიქით, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ხე დაირგოს.ქვეყანა დღემდე ბოლომდე შესწავლილი არ არის, სამხრეთი და ცენტრალური ნაწილები  აუთვისებელ ტერიტორიას წარმოადგენს უზარმაზარი ნაკრძალებით, ფლორითა და ფაუნით. ბჰუტანმა ეს ყველაფერი ერთი მარტივი მიზეზის გამო შეინარჩუნა – აკრძალულია ნადირობა და ფაქტობრივად, არ იჩეხება ტყეები.
სამეფო სრულად უზრუნველყოფს საკუთარ თავს საკვები პროდუქტებითა და ტანსაცმლით. ამასთან, მთლიანი მოსახლეობა ეროვნულ სამოსს – კხოს ატარებს.

 

Advertisements

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s