The Giver

the-giver-lois-lowry-interview

განვიხილოთ ფილიპ ნოისის ერთ-ერთი უნიკალური ფილმი „The Giver“ ,რომელიც ლუის ლოვრის წიგნის მიხედვითაა გადაღებული. ჯეფ ბრიჯერსს ამ ფილმის გადაღება 18 წლის მანძილზე სურდა, 2014 წელს კი შედგა მისი ეკრანიზაცია. ფილმში ბრიჯერსის გარდა ასევე ყველასათვის ცნობილ მერილ სტრიპსაც შეხვდებით.

ფილმი არის ფანტასტიკური დრამა,რომელშიც ასახულია მომავალი სამყარო,ერთი შეხედვით იდეალური,ცივილიზებული,უსაფრთხო და ა.შ თუმცა ზუსტად ამაშია პრობლემა.ყველაფერი ხელოვნურადაა შექმნილი და აქ არანაირი ადგილი არ აქვს ემოციას,გრძნობებს,განცდებსაც კი.. ადამიანები ვერ აღიქვამენ ფერებს,ისინი ყველაფერს შავ-თეთრად ხედავენ,ემორჩილებიან ე.წ კანონს,რომელიც ცხოვრებას უფრო რუტინულს ხდის.ასევე უფრთხილდებიან ისეთ სიტყვას,როგორიცაა სიყვარული (აქვე უნდა ავღნიშნო,რომ მათ ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არა იციან). ჯეფ ბრიჯერსი ასრულებს იმ ადამიანის როლს,რომელმაც იცის რა არის ნამვილი ცხოვრება,იცის იმ ზემოთაღნიშნულ სიტყვების მნიშვნელობა,რომელიც სხვებმა არ იციან,მას თითქოს „უხუცესის“ სტატუსი აქვს მინიჭებული.ზუსტად ეს ადამიანი არის „The Giver“,ანუ ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ განმანათლებელი,დამრიგებელი და ა.შ
ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად გვევლინება ახალგაზრდა ბიჭი (ჯონასი),რომელსაც განმანათლებელი თავის მოგონებებს და ცოდნას უზიარებს. ჯონასი სამყაროს შავ-თეთრად ხედავდა,როგორც დანარჩენები,თუმცა ის გულის სიღმეში რაღაც აუღწერელს გრძნობდა,რაც ცხოვრების მიღმა იმალებოდა,ის თითქოს დაჯილოებული იყო ამ უნარით. დამრიგებელთან შეხვედრის შემდეგ მას მთლიანად ეცვლება მსოფლხედველობა და რეალურად იწყებს სამყაროს აღქმას.იგი იგებს სიყვარულის,ბედნიერების,ემოციების,გაჭირვების,სიკვდილის და სხვა უამრავი სიტყვის მნიშვენლობას. ამის შემდეგ სურვილი უჩნდება მას თავის შენაძენი ცოდნა საკუთარ 2 მეგობარს და ოჯახის წევრებს გაუზიაროს,თუმცა ამაოდ.იგი ხვდება,რომ სამყაროს ვერ შეცვლის.ცდილობს გაუზიაროს ის გრძნობა იმ გოგოს,რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე უყვარდა,თუმცა ამ უკანასკნელს მისი მნიშვნელობა არ ესმის.

The-Giver-Movie-Cameron-Monaghan-Asher-Odeya-Rush-Fiona-600x309.jpg

ფილმში ასევე ნათლად ჩანს ადამიანის გავლენა ბუნებაზე.მათ შეძლეს ყველაფერი ისე მოეწყოთ,როგორც თვითონ ურჩევნოდათ.მათთვის ეს ყველაფერი უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა,გაუცნობიერებლად და ავთენტურად მოქმედებენ.
ფილმში ბიბლიური სიმბოლოების აღმოჩენაცაა შესაძლებელი,მაგალითად: ვაშლი,ხე,ბოროტების და სიკეთის შედარება,ცოდნის მოპოვების ძიება და ა.შ
ვფიქრობ ფილმის მთავარი მოტივი და აზრი არის განსხვავება არსებობასა და ცხოვრებას შორის. ასევე ნათლად ჩანს ადამიანთა ჩამოუყალიბებლობა,განუვითარებლობა,გაუგებრობა,რუტინული ცხოვრება,ერთფეროვნება,შიში გრძნობების,სიახლის,აღიარების მიმართ.
უმეტესობის აზრით,სიყვარული შესაძლოა იყოს  მკვლელობის ან ძალადობის მიზეზი.
ჩვილებს დაბადებიდანვე ანიჭებენ სტატუსს,როგორც პროდუქტებს,იზიარებენ მათ უნარებს და იმის მიხედვით წყვეტენ,გააგრძელებენ ცხოვრებას თუ არა.ერთი სიტყვით ძალიან შემზარავი და მძიმე ვითარებაა. ადამიანებმა თავიანთი ხელით შექმნეს ჩაკეტილი სივრცე,სადაც მთელი ცხოვრების გატარება მოუწევთ.საზღვრების გადაცილების გაფიქრებაზე ზედმეტია საუბარი.ხალხი თითქოს დაპროგრამირებულია.
ფილმის ერთ-ერთი მხატვრული სახე არის შავ-თეთრი და ფერადი კადრები.ჯონასის თვალის დანახული სამყარო თავდაპირველად  შავ-თეთრია,თუმცა ცოდნის მოპოვების შემდეგ იგი იწყებს ფერების აღქმას.
ასევე უამრავი სიმბოლიკის თუ მეტაფორის აღმოჩენაა შესაძლებელი.
ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა ამ ფილმმა,რადგან დროთა განმალობაში სამწუხაროდ ადამიანების უმეტესობა კარგავს გრძნობებს.ისინი ხდებიან როგორც რობოტები,მათ ცხოვრებას მართავს ტექნიკა და არა სიყვარული.ერთი სიტყვით,აღარ არსებობს „ადამიანობა“. ვფიქრობ ეს ფილმი თანამედროვე ცხოვრების და აზროვნების საუკეთესო ნიმუშია.

კინემატოგრაფიის შედევრი – Horror

საშინელებათა ჟანრის ფილმები დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობენ.ამ ჟანრის ფილმებს უამრავი ადამიანი უყურებს,ზოგი გართობის მიზნით,ზოგი კი-ადრენალინის განცდის გამო.ამ ყველაფრის მიუხედავად იბადება კითხვა- თუ რატომ უყურებენ ადამიანები სასტიკი კადრების ამსახველ ფილმებს და რატომ სიამოვნებთ მათ ეს?ამ კითხვაზე პასუხის გაცემას უამრავი ფსიქოლოგი ცდილობს,თუმცა,შეიძლება ითქვას,რომ არ არსებობს ამაზე სრული პასუხი.ცნობილმა ჰორორის ჟანრის მწერალმა-სტეფან კინგმა განმარტა, რომ საშინელებათა ფილმებით ვკვებავთ ჩვენი ქვეცნობიერის ბნელ კუნჭულებში არსებულ სურვილებს, ავადმყოფულ ფანტაზიებს და ინსტინქტებს, თანაც ისე, რომ ამით არც გარე სამყაროს ვაყენებთ ზიანს და არც – ჩვენს თავს.არსებობს მეორენაირი მოსაზრება,რომლის თანახმადაც ადამიანები უყურებენ ისეთ ფილმებს,რომლებიც რეალური ისტორიის მიხედვითაა გადაღებული.ასეთ დროს,მაყურებელს ეძლევა საშუალება ამ მოვლენის მონაწილე გახდეს ისე,რომ მას საფრთხე არ შეექმნას.მაგალითად ავიღოთ The Amityville Horror რომელში მოთხრობილია ოჯახის ისტორია,რომელიც ნიუ იორკის შტატის პატარა ქალაქ,ამიტივილში ცხოვრობდა.ეს ოჯახი რეალურად არსებობდა და მათი ტრაგიკული ისტორია ფილმში არაჩვეულებრივადაა გადმოცემული,თუმცა არაერთ სასტიკ და მისტიკურ სცენასაც შეხხვდებით.

ახლა კი წარმოგიდგენთ რამდენიმე ცნობილ ჰორორ ფილმს,რომლემმაც დასაბამი ერთი საუკუნის წინ ჰპოვეს:

halloween.jpg

პირველი საშინელებათა ჟანრის ფილმად ითვლება ჯორჯ მელისის “The Haunted Castle”,რომელიც 1896 წლით თარიღდება.ფილმი შეგიძლიათ იხილოთ აქ 

მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იმატა ამ ჟანრის ფილმების გადაღებამ.ამავე საუკუნის 20 ანი წლების ყველაზე ცნობილი ფილმი გახლდათ Nosferatu 

giphy.gif

20ანი წლებში ასევე შეიქმნა ფილმი სახელად The Cabinet of Dr. Caligari კონრად ვეიდტის მონაწილეობით

tumblr_n3zla6qLdj1qa70eyo1_500.gif

 

ასევე ყველასთვის ცნობილი  The Phantom of the Opera

tumblr_ni6i75bQ281t0demio1_500.gif

ვიქტორ ჰიუგოს რომანის “კაცი რომელიც იცინის” პირველი ეკრანიზაცია 1928 წელს შედგა

tumblr_lkqmjo9mGI1qb24dgo1_500.gif

30ან და 40ან წლებში კი გამოვიდა შემდეგი ფილმები: 

Frankenstein (1931)

Dracula (1931)

The Mummy (1932)

The Invisible Man (1933)

Bride of Frankenstein (1935)

The Wolf Man (1941)

Ghost Crazy (1944)

50ან და 60 ან წლებში ამ ჟანრის ფილმები კიდევ უფრო პოპულარული გახდა.გადაიღეს კიდევ ერთი Dracula (1958) ,რომელსაც ასრულებდა ცნობილი მსახიობიკრისტოფერ ლი

1-horror-of-dracula-christopher-lee-1958-everett.jpg

ხშირად ადარებენ ერთმანეთს კრისტოფერ ლის და ბელა ლუგოსის,თუმცა ჩემი აზრით ბელა ლუგოსის ვერავინ შეედრება 🙂 მან იმდენად კარგად შეასრულა დრაკულას როლი,რომ ამავე პერსონაჟის კოსტიუმით დაკრძალეს.

60ან წლებში ჰორორის ჟანრის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ალფრედ ჰიჩკოკმა,რომელმაც არაერთი შედევრი შექმნა

sAY1Jfo

მისი რამდენიმე ცნობილი ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკებზე:

Vertigo (1958)

Psycho (1960)

Birds (1963)

The Lady Vanishes (1979)

70ან წლების ჰორორებში შიმჩნევა მეტი ბრუტალური სცენები,თავისთავად სიუჯეტიც შეადრებით მძიმეა.მინდა გამოვარჩიო Texas chainsaw massacre (1974),რომელიც იმ დროის ერთ-ერთ საუკეთესო საშინელებათა ჟანრის ფილმად ითვლეობა (და დღესაც ითვლება)

tumblr_ly9g2fuARw1qcga5ro1_500.gif

ასევე გამოვარჩევდი ჩემს უსაყვარლეს ფილმს Halloween

tumblr_n7wbuw0rcE1ttw2neo1_500.gif

The Exorcist (1973)

Jaws (1975)

The Omen (1976)

Carrie (1976)

1980 წელს შედგა ყველასთვის ნაცნობი სტივენ კინგის რომანის – The Shining ეკრანიზაცია

large.gif

ასევე ყველასთვის ცნობილი “Evil Dead”

80ანი წლების ასევე გამორჩეული ფილმი A Nightmare on Elm Street

რაც შეეხება 90 ან წლებს,ამ დროს ასევე უამრავი საშინელებათა ჟანრის ფილმი შეიქმნა.ყველაზე ცნობილი ფილმებია:

It (1990)

The Silence of the Lambs (1991)

Scream (1996)

I Know What You Did Last Summer (1997)

ეს მცირე ჩამონათვალია იმ ფილმებისა,რომელიც საუკუნის მანძილზე შეიქმნა,თუმცა ვფიქრობ,რომ ყველაზე გამორჩეული ფილმების სია დავასახელე.ახლა კი მსურს ჰორორის ჟანრის ერთ-ერთი ცნობილი რეჟისორი – Wes Craven წარმოგიდგინოთ,რომელმაც ისეთი არაჩვეულებრივი ფილმები შექმნა,როგორებიცაა: “Scream”, “The Hills have eyes”, “A Nightmare on elm Street”, “Freddy vs. Jason” და ა.შ

1401x788-wes-craven-1401x788.jpg

მიუხედავად იმისა,რომ თითოეული ეს ფილმი შემზარავი კადრებით და სიუჟეტებითაა დატვირთული,მაინც არ კარგავენ თავიანთ მაყურებლებს და თანდათან უფრო პოპულარულები ხდებიან.