მედიტაცია

მედიტაციის მიმართ ინტერესი დიდი ხნის განმალობაში გამაჩნდა, თუმცა პრაქტიკა უფრო მოგვიანებით დავიწყე.  მედიტაცია “ჩვენს ენაზე” რომ ვთქვათ,არის განტვირთვა რეალობისგან,სტრესისგან და ყოველდღიურობისგან,იგი დადებითად მოქმედებს ადამიანის ტვინზე და ნევრულ სისტემაზე. ბუდიზმში მედიტაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება,ბუდისტები ფაქტობრივად თავიანთი დღის 90%-ს მედიტაციით ატარებენ.მათთვის მედიტაცია არის რწმენა,ღმერთთან დაახლოება,ნირვანა,განტვირთვა,განვითარება და სხვა.
რასაც ვმედიტირებთ,ანუ რაზეც ვახდენთ ფოკუსირებას,ის მოდის ჩვენკენ. ბუდისტების აზრით,მედიტაცია ერთადერთი გზაა გასხივოსნებისკენ. მედიტაციის დროს გავიწყდება დროის არსებობა,კარგავ რეალობის აღქმას და ცდილობ რაღაც უხილავ ძალას შეეხო.შესაძლებელია ასევე ბევრ გაუცემელ კითხვაზე პასუხი შენივე თავში იპოვო.
არსებობს რამდენიმე სახის  მედიტაცია,მაგალითად ყურადღების ფოკუსირება,რომლის დროსაც აქცენტი კეთდება სუნთქვაზე,ასევე რეაქციის გარეშე აღქმა იმისა,რაც ჩვენს გარშემო ხდება.
მედიტაციისთვის საჭიროა პირველ რიგში  სასურველ პოზაში დაჯდომა (იქნება ეს ლოტუსის პოზა,”მკვდარი კაცის” (savasana) პოზა თუ სხვა.) და კონცენტრაცია. განწყობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შეეცადეთ არ იფიქროთ წარსულზე ან მომავალზე,უნდა დარჩეთ აქ,ამ დროს,ამ წამს.ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სუნთქვას,შეეცადეთ ღრმად და მშვიდად ისუნთქოთ. ბუნებაში მედიტირება მშვენიერი აზრია,უნდა აღმოჩნდეთ ისეთ ადგილას,სადაც თავს მშვიდად იგრძნობთ და სადაც ხმაური არ შეგაწუხებთ,თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო,რომ ის ადამიანები,რომლებიც წლების მანძილზე მედიტირებენ,მათ შეუძლიათ ხმაურში მედიტირება ყველანაირი რეაქციის გარეშე,თუმცა სასურველია რომ მედიტაცია განხორციელდეს წყნარ გარემოში,რათა კონცენტრაციას არ შეეშალოს ხელი.  დიდი როლი ენიჭება წარმოსახვით უნარსაც. მაგალითად თუ გსურთ წამიერად მოწყდეთ რეალობას,წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ბუნებაში,სადაც უამრავი მცენარე,სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემოა,ან რაიმე სიტუაცია,სადაც თავს კომფორტულად გრძნობთ.

meditation_sun.jpg
“მედიტაცია ღვთიური საჩუქარია, მედიტაცია აუბრალოებს ჩვენს გარეგან ცხოვრებას და ენერგიით ავსებს ჩვენს შინაგან ცხოვრებას, მედიტაცია ჩვენ გვიბოძებს ბუნებრივ და სპონტანურ ცხოვრებას.”
– შრი ჩინმოი
მედიტაცია დადებითად მოქმედებს ადამიანის ტვინზე.ჩატარდა უამრავი კვლევა,რის შედეგადაც დადგინდა,რომ მედიტაციის შედეგად ტვინი წყვეტს ინფორმაციის იმ ფორმით დამუშავებას,როგორც ეს ჩვეულებრივ მიმდინარეობს,მცირდება ბეტა ტალღების აქტივობა.
ასევე უნდა აღინიშნოს,რომ მედიტაცია ხელს უწყობს სტრესის გამკლავებას და მახსოვრობის გაუმჯობესებას და ა.შ

ჩნდება კითხვა: რატომ ვმედიტირებთ?  ამ კითხვაზე არაჩვეულებრივად პასუხობს ინდოელი ფილოსოფოსი და სულიერი მოძღვარი შრი ჩინმოი:”ჩვენ ვმედიტირებთ რადგან ამ ჩვენმა სამყარომ ვერ დაგვაკმაყოფილა. ეგრეთ წოდებული სიმშვიდე, რასაც განვიცდით ყოველდღიურ ცხოვრებაში, – ეს 5 წითი სიმშვიდეა 10 საათის მწუხარების, შფოთისა და იმედგაცრუების შემდეგ. ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით ნეგატიური ძალების ტყვეობაში, რომლების ყველგან ჩვენს ირგვლივ არიან, – იჭვიანობის, შიშის, ეჭვის, შფოთსა და სასოწარკვეთილების. ეს ძალები მაიმუნებივით არიან. როდესაც ისინი ჩვენი კბენით იღლებიან და ისვენებენ რამოდენიმე წუთს, ჩვენ ვიძახით, რომ სიმშვიდით ვტკბებით. მაგრამ ეს სავსებით არ არის ნამდვილი სიმშვიდე, და შემდგომ ისენი თავდასხმას ისევ განაგრძობენ.მხოლოდ მედიტაციით ჩვენ შეგვიძლია ხანგრძლივი სიმშვიდის, ღვთაებრივი სიმშვიდის მოპოვება. თუ ჩვენ დილაობით მთელი გულით და სულით ვმედიტირებთ და განვიცდით სიმშვიდეს მხოლოდ ერთი წუთით, სიმშვიდის ეს ერთი წუთი გავრცელდება მთელ დღეზე. და როდესაც ჩვენ გვაქვს უმაღლესი რანგის მედიტაცია, მაშინ ჩვენ ნამდვილად ვიღებთ უცვლელ სიმშვიდეს, სინათლეს და აღტაცებას. ჩვენ გვჭირდება მედიტაცია, რადგან ჩვენ გვინდა გავიზარდოთ სინათლეში და გავხსნათ საკუთარი თავი სინათლეში. თუ ამისკენ მივისწრაფვით, თუ ეს გვწყურია, მაშინ მეიტატია ერთადერთი გზაა.თუ ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, რაც გვაქვს და რასაც წარმოვადგენთ, მაშინ ჩვენთვის არ არის აუცილებელი მედიტაციის სფეროში შესვლა. ჩვენი მედიტაციაში შესვლის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ შინაგანი შიმშილი გვაქვს. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენში არის რაღაც ნათელი, რაღაც უსაზღვრო, რაღაც ღვთაებრივი. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს ძალიან გვჭირდება, მხოლოდ ახლა ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება ამისთვის. ჩვენი შინაგანი შიმშილი მოდის ჩვენი სულიერი საჭიროებისაგნ.”
არსებობს მედიტაციის 10 დღიანი კურსი “Vipassana Meditation” (https://www.dhamma.org),რომელიც თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს (საქართველოს გარდა). კურსს გააჩნია საკუთარი დისციპლინა,რომლის დაცვა ყველასთვის სავალდებულოა. 10 დღის განმალობაში ტარდება მედიტაცია,ხდება სხვადასხვა მეთოდის შესწავლა. კურსი ითხოვს რთულ და სერიოზულ მუშაობას. აკრძალულია მკვლელობა,სექსუალური კავშირის დამყარება,ტყუილი და ინტოქსიკაცია. კურსი არის უფასო და ყველას შეუძლია მისი გავლა.