“იან ვან ეიკი იყო აქ..”

გადავწყვიტე მცირე მიმოხილვა გამეკეთებინა გამორჩეული ფლამანდელი ფერმწერის – იან ვან ეიკის ერთ-ერთ ცნობილ ტილოზე – “არნოლფინების წყვილის პორტრეტზე”.

arnolfini-portrait.jpg
ნახატი,რომელზედაც გამოსახულია იტალიელი ვაჭარი ჯოვანი არნოლფინი და მისი ცოლი, 1432 წელსაა შექმნილი. ტილოზე უამრავი სიმბოლოს შემჩნევაა შესაძლებელი,დაწყებული პერსონაჯების სხეულის ენით,დასრულებული ინტერიერის დეტალებით,თუმცა მსურს პირველ რიგში გამოვარჩიო პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო დეტალი,რომელიც პერსონაჟების ზურგს უკან გვევლინება: ესაა სარკე და წარწერა მის ზემოთ.  სარკეს ჩარჩოს ქრისტეს წამების ამსახველი ათი სცენა ამკობს, ხოლო  სარკის სიღრმიდან მომზირალი ორი ადამიანის ანარეკლიდან ერთ-ერთს თავად ვან ეიკის სილუეტად მიიჩნევენ.რაც შეეხება სარკის ზემოთ წარწერას,მასზე შეგვიძლია ამოვიკითხოთ შემდეგი ტექსტი – “Johannes de eyck fuit hic” (“იან ვან ეიკი აქ იყო”).
The_Arnolfini_Portrait,_détail_(6).jpg

რაც შეეხება სხვა დეტალებს,აღსანიშნავია,რომ მამაკაცს ხელი აქვს მოკიდებული ქალის მარჯვენა ხელზე, თითქოს ერთგულების პირობას დებს. მეორე ხელი ზევით აქვს აწეული ფიცის სიმტკიცის დასადასტურებლად.ეს შეუღლების სცენაა.კედელზე ჩამოკიდებული კრიალოსანი ღვთისმოსაობაზე მიუთითებს. ხოლო იქვე, სარკის მახლობლად ჩამოკიდებული პატარა ცოცხი, როგორც ოჯახური, ასევე სულიერი სიმშვიდის სიმბოლოა.ფანჯარასთან ფორთოხლები ალაგია. ეს ოჯახური ცხოვრების ბედნიერებასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე მიგვანიშნებს. იმ პერიოდის ნიდერლანდებში ფორთოხალი ძალზე ძვირი და იშვიათი ხილი იყო. ცოლ-ქმრის წინ ძაღლია. იგი ერთგულების სიმბოლოა. საშინაო ფეხსაცმელი კი განუყრელ წყვილს და ოჯახურ სიმყუდროვეს გამოხატავს.
არსებობს უამრავი მოსაზრება ნახატთან დაკავშირებით. ზოგი მიიჩნევს,რომ  ჯოვანი არნოლფინიმ ეს ნახატი იან ვან ეიკერს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაახატინა. ამ მოსაზრებას ორი მნიშვნელოვანი ფაქტი ამყარებს. სურათზე კარგად ჩანს ჭაღი, რომელიც თითქოს გამყოფ როლს თამაშობს. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჯოვანი არნოლფინის მხარეს ჭაღზე სანთელი ანთია, ხოლო მისი მეუღლის მხარეს არა. აშკარაა, რომ ჯოვანე ჩენამი ფეხმძიმედ იყო, სწორედ ამიტომაა სავარაუდო რომ ის ადრეულ ასაკში, სწორედ ფეხმძიმობის დროს გარდაიცვალა.
თუმცა არსებობს მეორე მოსაზრებაც: 1997 წელს ინგლისელმა ხელოვნებათმცოდნემ მარგარეტ კოსტერმა დაადგინა,რომ ტილოს შექმნიდან 13 წლის შემდეგ დაქორწინდნენ არნოფილები,თუ ამ ფაქტს დავუჯერებთ,მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ,რომ ნახატზე გამოსახულია ჯოვანი დი არიჯოს ბიძაშვილი- ჯოვანი დი ნიკოლაო და მისი მეუღლე.
არსებობს კიდევ ერთი შეხედულება,რომლის თანახმადაც ნახატზე თვით იან ვან ეიკი და მისი ცოლი არიან გამოსახულნი.
ხელოვნებათმცოდნეებისთვის დღემდე გამოცანას წარმოადგენს არნოლფინების წყვილის პორტრეტი.

Advertisements

ეკრანზე მიჯაჭვულები

016kjones_465_465_int.jpg
რას გრძნობთ ან რა გახსენდებათ ამ ილუსტრაციის შეხედვისას? ალბათ ბევრ თქვენგანს საკუთარი თავი გაახსენდება,ჩვენ ხომ სმარტფონების ერაში ვცხოვრობთ. თავის ილუსტრაციებში კრისტიან ჯონსი აქცენტს აკეტებს ბავშვებზე,იგი გვაჩვენებს,თუ როგორ მოქმედებენ თანამედროვე ტექნოლოგიები ბავშვებსა და ზოგადად ბავშვობაზე. მხატვრის თქმით,დღესდღეობით უმნიშვენლოვანეს პრობლემას წარმოადგენს ბავშვების წარმოსახვითი უნარის,სურეალისტური სამყაროს და წარმოსახვითი პრესონაჟების დაძლევა. ჯონსის აზრით,სმარტფონები ბავშვებს “ჭამს”,უნადგურებს მათ ცხოვრების ყველაზე ბედნიერ წლებს. დღეს ბევრად მნიშვნელოვანია თუ რამდენი ადამიანი დაა-like-ებს შენს ფოტოს,ან რამდენი დაგა-follow-ებს და ა.შ ჰუმანურ აზროვნებას აღარანაირი მნიშვნელობა აქვს.
კრისტიანი ინგლისელი თვითნასწავლი მხატვარია. მისი ნამუშევრები,რომლებსაც ჯურნალების გარეეკრანზე,გამოფენებსა და პოსტერებზე შეხვდებით,გამოსახავს ჩვენს ურთიერთობას თანამედროვე სამყაროსთან. ჯონსის  ილუსტრაციები ერთი შეხედვით კომიკურია,თუმცა თუ მათ  ჩავუღრმავდებით,მწარე რეალობას გავუსწორებთ თვალს.