ბიპოლარის აღსარება

 

” ცუდად ყოფნის მიზეზი ყოველთვის ბიპოლარობა არაა.შეიძლება გაღიზიანებული ვიყო იმის გამო,რომ ცუდი დღე მქონდა,ან ღამე ვერ დავიძინე.მეც ადამიანი ვარ ისევე როგორც ყველა და მე არ მივცემ ბიპოლარობას ჩემი მართვის უფლებას. მე არ ვირჩევ იმას,თუ როგორ ვიგრძნო თავი,მე არ ვარ გიჟი,მე დაავადებული ვარ და ისევე ვიმსახურებ მკურნალობას,როგორც ყველა. მე არ მჭირდება სხვისი სიბრალული,საჭიროა ხალხმა გაიაზროს მხოლოდ ის,რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ.სინამდვილეში არც თუ ისე რთულია ჩემნაირებთან ურთიერთობა,ზოგჯერ ჩვენც ნორმალური ადამიანებივით ვართ.ყველა,ვისაც ხასიათები ეცვლება,არ არიან ბიპოლარები.მეზიზღება,როცა ვინმეს ვეუბნები ჩემს დაავადების შესახებ და სიბრალულს ან ზიზღს ვხედავ მათ თვალებში.მე არ ვარ ბიპოლარული დაავადება,მე მჭირს ბიპოლარული დაავადება და ბევრი ჩვენნაირი ნორმალური ცხოვრებით ცხოვეობს.ხასიათის შეცვლა შესაძლებელია ყოველგვარი საფრთხის გარეშე.შენ არასდროს იტყვი: ვაუ! ეს კამფეტი როგორი დიაბეტურია,ამიტომ რატომ ხმარობ ბიპოლარს როგორც ზედსართავს?მინდა რომ ხალხმა შეწყვიტოს იმის კითხვა,ბედნიერი ვარ თუ მოწყენილი.მანიკალური ფსიქოზი არც თუ ისე სახალისო და სასაცილოა.მიუხედავად იმისა,რომ გარშემო შენი საყვარელი ოჯახი გყავდეს,ზოგჯერ მაინც მარტოსულად გრძნობ თავს.ზოგჯერ მართლაც ძლიერ მარტოდ გრძნობ თავს.იმის გამო რომ ცუდი დღე მქონდა,იმას არ ნიშნავს,რომ ჩემი წამალი არ მივიღე.დავიღალე ბოდიშის მოხდით.ჩემი ხასიათი ყოველთვის არ აჩვენებს ჩემს რეალურ სახეს.მე ვდგავარ სასწორის შუაში და ვცდილობ ბალანსის დაჭერას.მე ისევ მე ვარ,მიუხედავად მენტალური პრობლემისა.შემიძლია ვიყო ბედნიერი,ვიცინოდე,მიხაროდეს და ცხოვრებას ოპტიმისტურად შევხედო,მანიაკალური დაავადების გარეშე.ზოგჯერ შეუძლებელი და დაუძლეველია საკუთარ კანში ცხოვრებაც კი. ხელოვანი,კრეატიული და ნიჭიერი ადამიანიც შეიძლება იყოს ბიპოლარი.არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერად ცდილობ თავის კონტროლს ან ხასიათზე მუშაობას,საბოლოოდ ის მაინც შეიცვლება.ზოგჯერ არც კი ვიცი როგორ ვიყო ან ვიგრძნო თავი,რადგან რთულია დაავადებას და მედიკამენტებს გაუგო.ზოგჯერ მარტო ყოფნა მსურს,ზოგჯერ კი ბევრი ლეკვი მჭირდება.ხალხმა არ უნდა მოიბოდიშოს იმის გამო,რომ რაღაც ისე ვერ გააკეთა,სიყვარული და კამპანია საუკეთესო რამაა,რისი გაზიარებაც შეუძლიათ.შენ მაინც შენ ხარ,ბოპოლარული დიაგნოზის შემდეგაც კი.მე დახმარება არ შემიძლია,მე შემიძლია მხოლოდ დაწყნარება.მე სოციუმის შემადგენელი ნაწილი ვარ,არ ვარ გიჟი და ჩაკეტილი ადამიანი.მე ვარ ძლიერი და შემიძლია ყველაფრის ისე გაკეთება,როგორც ამას სხვები აკეთებენ.შეიძლება ყველაფერი ისე არ ჩანდეს,მაგრამ მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს.მიუხედავად იმისა,რომ რთული პერიოდის დროს ვერ ვკონტაქტობ ჩემს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან,ეს იმას არ ნიშნავს,რომ ისინი არ მიყვარს.მე არ ვარ გიჟი ან გადარეული, მე უბრალოდ ვცხოვრობ რეჟიმის მიხედვით.მეზიზღება როცა არ ვენდობი საკუთარ აზრებს ან ფიქრებს ,რადგან მეშინია ჩემი ავადმყოფობა არ გამოავლინონ მათ.ზოგჯერ შეიძლება ვიყო ჰიპერაქტიული ან პარანოიდი,ასევე  რთულად გასაგები და აღშფოთებული,რისკიანი.ხალხი ზოგჯერ ვერ ხვდება რამდენარ რთულ რამესთან უწევთ საქმის დაჭერა,რადგან ეს უხილავია. “

პიროვნული აშლილობის მოსაზღვრე მდგომარეობა (BPD)

4e486f5a44a8af7425a1589ab826f021.jpg

პიროვნული აშლილობის მოსაზღვრე მდგომარეობა (BPD) ყველაზე აუხსნელი, სერიოზული ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც გუნება-განწყობილების, ინტერპერსონალური ურთიერთობების, თვითიმიჯის და ქცევის არასტაბულურობა ახასიათებს. ის წარმოადგენს ემოციის დისრეგულაციურ აშლილობას. აღნიშნული არასტაბილურობა ხშირად ანგრევს ოჯახს, ხელს უშლის მუშაობას, პერსპექტიულ დაგეგმვას და ახდენს პიროვნების თვითიდენტურობის გრძნობის მოშლას. თუმცა BPD უფრო ნაკლებადაა ცნობილი ვიდრე შიზოფრენია ან ბიპოლარული აშლილობა (მანიკალურ – დეპრესიული დაავადება), ის წარმოადგენს მათსავით გავრცელებულ დაავადებას და მოიცავს მთელი მოსახლეობის 07 – 2% -ს.

მოცემული აშლილობა, რომელსაც ახასიათებს ინტენსიური ემოციები, თვით – განადგურებისაკენ მიმართული ქმედებები და მღელვარე ინტერპერსონალური ურთიერთობები, ოფიციალურად აღიარეს 1980 წელს და მას მიეცა სახელწოდება პიროვნული აშლილობის მოსაზღვრე მდგომარეობა. როგორც ფიქრობდნენ, ის წარმოიშვება საზღვარზე ფსიქოზურ და ნევროზულ ქცევებს შორის. დღეს ის აღარ განიხილება შესაბამისი ანალიზის საკითხად და თვითონ ტერმინმა, თავისი სტიგმატიზირებული ნეგატიური ასოციაციებით, პრობლემატური გახადა BPD – ს დიაგნოსტირება. აშლილობის კომპლექსური სიმპტომები ხშირად ართულებს პაციენტების მკურნალობას და ამიტომ შეიძლება გამოიწვიოს პროფესიონალებში, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ დაავადებულთ, სიბრაზისა და ფრუსტრაციის განცდა; ამის შედეგად ბევრ პროფესიონალს ხშირად არ სურს დიაგნოზის დასმა ან ამ სიმპტომების მქონე ადამიანების მკურნალობა. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები კიდევ უფრო რთულდება შესაბამისი დაზღევის უქონლობით გახანგრძლევებული ფსიქოსოციალური მკურნალობის ხარჯების დასაფარავად, რასაც  BPD ჩვეულებისამებრ მოითხოვს. და მაინც, უკანასვნელი 25 წლის მანძილზე დიდი წინსვლა და წარმატება აღინიშნება BPD –ს გაგებასთან და მის სპეციალიზირებულ მკურნალობასთან დაკავშირებირთ. ფაქტიურად, ესაა დიაგნოზი დაავადებისა, რომლის განკურნების დიდი იმედი არსებობს.

რას წარმოადგენს პიროვნული აშლილობის მოსაზღვრე მდგომარეობის  სიმპტომები?

პიროვნული აშლილობის მოსაზღვრე მდგომარეობის დიაგნოზი:  DMS-IV-TR დიაგნოსტიკური მონაცემები (კრიტერიუმები)

ინტერპერსონალური ურთიერთობების, თვით-იმიჯის, ემოციური რეაქციების ყოვლისმომცველი არასტაბილური სტრუქტურა და აშკარად გამოკვეთილი იმპულსურობა იწყება ადრეული მომწიფების ასაკიდან**,  და წარმოჩინდება განსხვავებულ კონტექსტში როგორც აღნიშნულია 5 (ან მეტი) შემდეგი მახასიათებლით:

1)  გაშმაგებული მცდელობები თავი აარიდონ რელურ ან წარმოსახვით მიტოვებას.

შენიშვნა: ნუ ჩართავთ ამ პუნქტში სუიციდურ ქცევას ან თვითდასახიჩრების მცდელობებს***, რომელებსაც კრიტერიუმი 5 შეიცავს.

2)  არასტაბილური და ინტენსიური ინტერპერსონალური ურთიერთობის ნიმუში (მოდელი), რომელსაც ახასიათებს მონაცვლეობა უკიდურეს იდეალიზაციასა და გაუფასურებას შორის.

3) იდენტურობის მოშლა: გამოკვეთილი და მტკიცედ არასტაბილური თვით იმიჯი და საკუთარი თავის განცდა.

4)   იმპულსურობა პოტენციურად თვით–დაზიანებისაკენ მიმართულ ორ სფეროში მაინც (მაგალითად, ხარჯვა, სექსუალური ურთიერთობა, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნედ გამოყენება, სატრანსპორტო საშუალების დაუფიქრებელი მართვა, ქეიფი და განუზომელი რაოდენობით ჭამა-სმა).

შენიშვნა: ნუ ჩართავთ ამ პუნქტში სუიციდურ ქცევას ან თვითდასახიჩრების მცდელობებს, რომელებსაც კრიტერიუმი 5 შეიცავს.

5)   პერიოდულად განმეორებადი სუიციდური ქცევა, ჟესტები ან მუქარა ან თვით – დამასახიჩრებიკენ მიმართული ქცევა.

6)   ემოციური (აფექტური) არასტაბილურობა აშკარად გამოკვეთილი გუნაბა-განწყობილების რეაქტიულობის გამო (მაგალითად, ინტენსიური ეპიზოდური დისფორია, გაღიზიანებადობა, ან შფოთვა, რომელიც ჩვეულებრივ გრძელდება რამდენიმე საათს და მხოლოდ იშვიათად რამდენიმე დღეზე მეტ ხანს).

7)   სიცარიელის ქრონიკული განცდა.

8)   შეუსაბამო, ინტენსიური სიბრაზე ან სიბრაზის კონტროლის სირთულე (მაგალითად, ხასიათის ხშირი გამოვლენა, მუდმივი სიბრაზე, პერიოდულად განმეორებადი ფიზიკური ჩხუბი).

9)   ტრანზიტორული, სტრესთან დაკავშირებული პარანოიდული აზროვნება ან მძიმე დისოციაციური სიმპრომები.

მნიშვნელოვანი მოსაზრებები პიროვნული აშლილობის მოსაზღვრე მდგომარეობის შესახებ

  1. ცხრა კრიტერიუმიდან ხუთი, რომელიც საჭიროა აშლილობის დიაგნოსტირებისათვის, შეიძლება უამრავ სხვადასხვა კომბინაციაში შეგვხვდეს. ამას შედეგად მოაქვს ის, რომ აშლილობა ხშირად საკმაოდ განსხვავებულია ამა თუ იმ ადამიანში, ამდენად ზუსტი დიაგნოზის დასმა ძალიან დამაბნეველი შეიძლება გახდეს იმ კლინიცისტისათვის, რომელიც არ არის ამ სფეროში დახელოვნებული და გამოცდილი.
  2. BPD იშვიათად ვლინდება ცალკე. არსებობს სხვა აშლილობების თანაგამოვლენის მაღალი ალბათობა.
  3. BPD ზემოქმედებს მოსახლეობის 07 – 2%- ზე. ყველაზე მაღალი შეფასება – 2% თითქმის უახლოვდება იმ ადამანთა რაოდენობას, რომელნიც დიაგნოსტირებულნი არიან შიზოფრენიითა და ბიპოლარული აშლილობით.
  4. სამკურნალოდ წარდგენილი ამბულატორული პაციენტების 10% და სტაციონარული პაციენტების 20% -ს აქვთ BPD.
  5. 75% -ს ქალები შეადგენენ. ეს ციფრი შეიძლება, ნაწილობრივ, ასახავდეს იმ ფაქტს, რომ ქალები უფრო ხშირად მიისწრაფიან მკურნალობისაკენ, და რომ სიბრაზე უფრო მისაღებად ჩანს მამაკაცებში, და რომ მამაკაცები მსგავსი სიმპტომებით ხშირად პენიტენციარულ სისტემაში ხვდებიან ანტისოციალური პიროვნული აშლილობის დიაგნოზით.
  6. პაციენტების 75% თვითდაზიანების მსხვერპლი ხდება.
  7. BPD-ს მქონე ადამიანთა დაახლოვებით 10% ახორციელებს სუიციდის მცდელობას.
  8. ქრონიკული აშლილობა რეზისტენტულია ცვლილების მიმართ და ჩვენ ახლა ვიცით, რომ სწორად მკურნალობის შემთხვევაში BPD- ს კარგი პროგნოზი აქვს. ამგვარი მკურნალობა, ჩვეულებრივ, შედგება მედიკამენტოზური მკურნალობისაგან, ფსიქოთერაპიისა და საგანმანათლებლო და მხარდამჭერი ჯგუფებისაგან.
  9. BPD –ს მქონე ბევრი პაციენტისათვის მედიკამენტოზური მკურნალობა ძალზე სასარგებლო აღმოჩნდა სიმპტომთა სიმძიმის შესუსტებისა და ეფექტური ფსიქოთერაპიის შესაძლებლობის დაწყების თვალსაზრისით. სამკურნალო პრეპარატები ხშირად ასევე არსებითია იმ აშლილობების სწორი მკურნალობისთვის, რომლებიც, როგორც წესი, ახლავს BPD-ს.
  10. სულ უფრო იზრდება იმ ფსიქოთერაპიული მიდგომების რაოდენობა, რომლებიც სპეციალურად BPD -ს მქონე ადამიანებისათვის შემუშავდა. ზოგი მათგანი უკვე გამოიყენება, ტესტირებულია კვლევების დროს და ძალიან ეფექტური ჩანს; ახალი მიდგომებიც საკმაოდ დიდ იმედებს გვაძლევს.
  11. მოცემული და სხვა მკურნალობის მეთოდები ეფექტური აღმოჩნდა BPD –ს მკურნალობისას და ბევრი პაციენტი მართლაც უკეთ ხდება!

 

 

 

ფსიქოპატი და სოციოპატი-რა განსხვავებაა მათ შორის?

ორივე ტიპის ადამიანი იგნორს უკეთებს უფლებას და სხვა ადამიანის გრძნობებს.ისინი  არ ადანაშაულებენ საკუთარ თავს იმის გამო,რომ სხვას ზიანი მიაყენეს.ისინი მატყუარები არიან და მანიპულერებ სხვებზე.მათ შორის ბევრი მსგავსებაა,მაგრამ არის კი განსხვავება? არის და პრინციპული!
american_psycho.jpg
ფსიქოპატი და სოციოპატი – ორი ტერმინი,რომლებსაც ფსიქოლოგიაში იყენებენ იმ ადამიანების დამახასიათებლად,რომლებსაც ანტისოციალური პიროვნული დარღვევა აქვთ.ამ ორ ტერმინს შორის არის განსხვავება,თუმცა ჯერ იმაზე ვისაუბრებ,თუ რა აერთიანებთ მათ.
საერთო ფსიქოპატსა და სოციოპატს შორის არის  – იგნორირება სხვა ადამიანების უსაფრთხოებაზე,მათ გრძნობებზე და უფლებებზე,მიდრეკილება მოტყუებასა და მანიპულირებისკენ.მათ ესმევათ დიაგნოზი იმ შემთხვევაში,თუ მათში,გარდა პიროვნული დარღვევებისა,აღმოცენდება შემდეგი არანაკლებ სამი სიმპტომი:

1. რეგულარულად არღვევს  კანონის  და სოციალური ნორმების აჭარბებს
2.მუდმივად ატყუებს სხვა ხალხს
3.არის იმპულსური,არ შეუძლია წინასწარ დაგეგმოს ქმედებები
4.გამოირჩევა ფეთქებადი ხასიათით და  აგრესიულობით,ასევე ხშირად ჩხუბობს
5.იშვიათად ზრუნავს სხვის უსაფრთხოებაზე
6.არის უპასუხისმგებლო,არ შეუძლია შეასრულოს ფინანსური მოვალეობები
7.არ ქენჯნის სინდისი,როცა ავნებს სხვას

ეს სიმპტომები ჩნდებია 15 წლის ასაკში, 10 წლის შემდეგ კი ადამიანში უკვე სერიოზულ პიროვნულ დარღვევებს იწვევს.და მაინც რა განსხვავებაა ფსიქოპატსა და სოციოპატს შორის?

ფსიქოპატია
ფსიქოპატია  დაბადებისთანავე იჩენს თავს,ასევე დიდ როლს თამაშობს გენეტიკა(სოციოპატიისგან განსხვავებით რომელიც უმეტესწილად გარემოზე დაყრდნობით ვლინდება).იგი დაკავშირებულია  ტვინის აშლილობასთან და დარღვევასთან.ცდების თანახმად,ფსიქოპატებს არასაკმარისად განვითარებული ტვინის ის ნაწილები აქვთ ,რომლებიც ძირითადად  არეგულირებენ ემოციებს და იმპულსების კონტროლის.
როგორც წესი,ფსიქოპატებს უჭირთ გააცნობიერონ მათი ემოციური მიკაჭვულობა სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას.ამის მაგივრად ისინი ქმნიან ხელოვნურ ურთიერობებს,რათა მანიპულირება მოახდინონ თავიანთ ახლობლებზე საკუთარი თავის სასარგებლოდ.ხალხი მათთვის პეშკებია,რომლებიც ეხმარებიან მათ თავიანთი მიზნის რეალიზებაში.
ერთი შეხედვით გარშემომყოფთა თვალში ისინი ჩანან როგორც საიმედო და მიმზიდველი ადამიანები,ნორმალური,სტაბილური სამუშაოთი.რამდენიმე მათგანს ოჯახიც კი ჰყავს და ნორმალური ურთიერთობა აქვთ თავიანთ პარტნიორებთან.მათ საკმაოდ კარგი გაანთლება აქვთ მიღებული,დამოუკიდებლად შეუძლიათ რაიმეს ათვისება.იმ შემთხვევაში,თუ ისინი გაეხვევიან  კრიმინალურ ისტორიაში,ყველანაირად ცდილობენ დაამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა.

перевел-сам-смешные-картинки-шакалы-и-беспредел-mad-father-1898439.jpeg

სოციოპატია
სოციოპატია – საზოგადოების გავლენის რეზულტატით გამოწვეულია.ხშირად იმ ოჯახის გავლენაცაა,სადაც გაზრდის პარალელურად ბავშვი განიცდიდა ფიზიკურ ან ემოციურ ზეწოლას.სოციოპატები მეტი ექსცენტრულობით და არაპროგნოზირებულობით გამოირჩევიან,ვიდრე ფსიქოპატები.მათ ასევე არ შეუძლიათ დიდხანს ერთ სამუშაო ადგილზე გაჩერება და ნორმალური ოჯახური სიტუაციის დემონსტრირება.დანაშაულის ჩადენისას ისინი მოქმედებენ დაუფიქრებლად და იმპულსურად.მათი მწყობრიდან გამოყვანა და გაღიზიანება მარტივია,რაც მათი თავდასხმის ხშირი მიზეზია.

maniac2012-elijah.jpg

რომელი მათგანი უფრო სახიფათოა?
ერთიც და მეორეც თავისებურ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის,თუმცა ფსიქოპატები  უფრო სახიფათოდ არიან მიჩნეულები,რადგან ისინი თავიანთ თავს დამნაშავედ არ ცნობენ.იმ ადამიანს,რომელსაც არანაირი განცდის უნარი არ გააჩნია,სხვისი ტანჯვა მისთვის აბსულუტურად უმნიშვნელოა.ბევრი ცნობილი სერიული მკვლელი ფსიქოპატი იყო.თუმცა ყველა ფსიქოპატი და სოციოპატი არ იყო ან არ იქნება მკვლელი.
ფსიქოპატია და სოციოპატია ხშირად მამაკაცებში,ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებში გვხვდება.ფსიქოპატები უფრო ჰიპნოზიორები და  მომაჯადოვებლები არიან,რომლებსაც აქვთ უნარი  მარტივად მისდიონ ნორმალურ ცხოვრებას და თავი აარიდონ არაკანონიერ ქმედებებს.სოციოპატები უფრო ექსცენტრულები არიან,მარტივად ცოფდებიან და არ შეუძლიათ ნორმალური ცხოვრება.ისინი დაუფიქრებლად ჩადიან ბოროტებას.