The Giver

the-giver-lois-lowry-interview

განვიხილოთ ფილიპ ნოისის ერთ-ერთი უნიკალური ფილმი „The Giver“ ,რომელიც ლუის ლოვრის წიგნის მიხედვითაა გადაღებული. ჯეფ ბრიჯერსს ამ ფილმის გადაღება 18 წლის მანძილზე სურდა, 2014 წელს კი შედგა მისი ეკრანიზაცია. ფილმში ბრიჯერსის გარდა ასევე ყველასათვის ცნობილ მერილ სტრიპსაც შეხვდებით.

ფილმი არის ფანტასტიკური დრამა,რომელშიც ასახულია მომავალი სამყარო,ერთი შეხედვით იდეალური,ცივილიზებული,უსაფრთხო და ა.შ თუმცა ზუსტად ამაშია პრობლემა.ყველაფერი ხელოვნურადაა შექმნილი და აქ არანაირი ადგილი არ აქვს ემოციას,გრძნობებს,განცდებსაც კი.. ადამიანები ვერ აღიქვამენ ფერებს,ისინი ყველაფერს შავ-თეთრად ხედავენ,ემორჩილებიან ე.წ კანონს,რომელიც ცხოვრებას უფრო რუტინულს ხდის.ასევე უფრთხილდებიან ისეთ სიტყვას,როგორიცაა სიყვარული (აქვე უნდა ავღნიშნო,რომ მათ ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არა იციან). ჯეფ ბრიჯერსი ასრულებს იმ ადამიანის როლს,რომელმაც იცის რა არის ნამვილი ცხოვრება,იცის იმ ზემოთაღნიშნულ სიტყვების მნიშვნელობა,რომელიც სხვებმა არ იციან,მას თითქოს „უხუცესის“ სტატუსი აქვს მინიჭებული.ზუსტად ეს ადამიანი არის „The Giver“,ანუ ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ განმანათლებელი,დამრიგებელი და ა.შ
ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად გვევლინება ახალგაზრდა ბიჭი (ჯონასი),რომელსაც განმანათლებელი თავის მოგონებებს და ცოდნას უზიარებს. ჯონასი სამყაროს შავ-თეთრად ხედავდა,როგორც დანარჩენები,თუმცა ის გულის სიღმეში რაღაც აუღწერელს გრძნობდა,რაც ცხოვრების მიღმა იმალებოდა,ის თითქოს დაჯილოებული იყო ამ უნარით. დამრიგებელთან შეხვედრის შემდეგ მას მთლიანად ეცვლება მსოფლხედველობა და რეალურად იწყებს სამყაროს აღქმას.იგი იგებს სიყვარულის,ბედნიერების,ემოციების,გაჭირვების,სიკვდილის და სხვა უამრავი სიტყვის მნიშვენლობას. ამის შემდეგ სურვილი უჩნდება მას თავის შენაძენი ცოდნა საკუთარ 2 მეგობარს და ოჯახის წევრებს გაუზიაროს,თუმცა ამაოდ.იგი ხვდება,რომ სამყაროს ვერ შეცვლის.ცდილობს გაუზიაროს ის გრძნობა იმ გოგოს,რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე უყვარდა,თუმცა ამ უკანასკნელს მისი მნიშვნელობა არ ესმის.

The-Giver-Movie-Cameron-Monaghan-Asher-Odeya-Rush-Fiona-600x309.jpg

ფილმში ასევე ნათლად ჩანს ადამიანის გავლენა ბუნებაზე.მათ შეძლეს ყველაფერი ისე მოეწყოთ,როგორც თვითონ ურჩევნოდათ.მათთვის ეს ყველაფერი უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა,გაუცნობიერებლად და ავთენტურად მოქმედებენ.
ფილმში ბიბლიური სიმბოლოების აღმოჩენაცაა შესაძლებელი,მაგალითად: ვაშლი,ხე,ბოროტების და სიკეთის შედარება,ცოდნის მოპოვების ძიება და ა.შ
ვფიქრობ ფილმის მთავარი მოტივი და აზრი არის განსხვავება არსებობასა და ცხოვრებას შორის. ასევე ნათლად ჩანს ადამიანთა ჩამოუყალიბებლობა,განუვითარებლობა,გაუგებრობა,რუტინული ცხოვრება,ერთფეროვნება,შიში გრძნობების,სიახლის,აღიარების მიმართ.
უმეტესობის აზრით,სიყვარული შესაძლოა იყოს  მკვლელობის ან ძალადობის მიზეზი.
ჩვილებს დაბადებიდანვე ანიჭებენ სტატუსს,როგორც პროდუქტებს,იზიარებენ მათ უნარებს და იმის მიხედვით წყვეტენ,გააგრძელებენ ცხოვრებას თუ არა.ერთი სიტყვით ძალიან შემზარავი და მძიმე ვითარებაა. ადამიანებმა თავიანთი ხელით შექმნეს ჩაკეტილი სივრცე,სადაც მთელი ცხოვრების გატარება მოუწევთ.საზღვრების გადაცილების გაფიქრებაზე ზედმეტია საუბარი.ხალხი თითქოს დაპროგრამირებულია.
ფილმის ერთ-ერთი მხატვრული სახე არის შავ-თეთრი და ფერადი კადრები.ჯონასის თვალის დანახული სამყარო თავდაპირველად  შავ-თეთრია,თუმცა ცოდნის მოპოვების შემდეგ იგი იწყებს ფერების აღქმას.
ასევე უამრავი სიმბოლიკის თუ მეტაფორის აღმოჩენაა შესაძლებელი.
ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა ამ ფილმმა,რადგან დროთა განმალობაში სამწუხაროდ ადამიანების უმეტესობა კარგავს გრძნობებს.ისინი ხდებიან როგორც რობოტები,მათ ცხოვრებას მართავს ტექნიკა და არა სიყვარული.ერთი სიტყვით,აღარ არსებობს „ადამიანობა“. ვფიქრობ ეს ფილმი თანამედროვე ცხოვრების და აზროვნების საუკეთესო ნიმუშია.